ზაზა გოროზია დაიბადა მარტვილის რაიონში 1975 წლის 11 თებერვალს . დაამთავრა მარტვილის მე-2 საშუალო სკოლა.
1992-1999 წლებში სწავლობდა თბილისის სამედიცონო აკადემიაში . შემდეგ სწავლა განაგრძო ასპირანტურაში , ჯანდაცვის მართვისა და ორგანიზაციის სპეციალობით.
2000-2001 წლებში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტში სტაჟიორად , ხოლო შემდეგ გადაყვანილ იქნა კოლონიის მთავარ ექიმად.
2003 წელს მუშაობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წევრად.
2003-2005 წლებში - თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის ჯერ უფროსის მოადგილედ , ხოლო შემდეგ უფროსად.
2005 წლის ივლისის თვიდან არის სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული
2001-2002 წლებში გავლილი აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახური. |