|

|
| ახალი ამბების არქივი: 2012 წლის თებერვალი |
|
| |
|
05-თებერვალი-2012 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ზუგდიდში იმყოფებოდა |
| |
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მოსახლეობას ზუგდიდში შეხვდა. საქართველოში მალე ახალი სახელმწიფო სტრუქტურა შეიქმნება, რომელიც სადაზღვევო კომპანიებსა და სოციალურ სააგენტოს გააკონტროლებს. ინიციატივის შესახებ დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ზუგდიდის მოსახლოებასთან შეხვედრის დროს ისაუბრა. ახალ სტრუქტურაში მოსახლეობას სადაზღვევო კომპანიებისა და სოციალური სააგენტოების მიმართ საკუთარი წინადადებებისა და საჩივრებისა მიტანაც შეეძლება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად შეხვედრას პარლამენტარი ფრიდონ თოდუა, სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი გურამ მისაბიშვილი და ზუდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე ქობალია დაესწრნენ. სამეგრელოში პარალელურად შეხგვედრებს საპარლამენტო უმრავლესობის სხვა ლიდერებიც განაგძობენ. პავლე კუბლაშვილი ფოთში ზამბახიძის ქუჩის მოსახლოებას შეხვდა და მათ მდგომარეობას გაეცნო. აბაშის მოსახლეობასთან შეხვედრები კი გოკა გაბაშვილმა, ვახტანგ ბალავაძემ და ხათუნა ოჩიაურმა განმართეს. დეპუტატების შეხვედრები რეგიონებში მომავალშიც გაგრძელდება. |
|
|