Office of the State Representative-Governor:

State Representative-Governor

Appointment

Biografy

Photo Album

Citizens Admission

Deputies

Heads of Services

Structure

Administration

Vacancies

Samegrelo-Zemo Svaneti:

About Region

Geografy

History

Regoin Population

Region Map

Administrative-Territorial Areas

Region Economy:

Region Economy Analysis

Industry

Agriculture

Transport

Financial-Budgestary Field

Business Companies

Bank Field

Region Investment Attraction

Tourism

Natural Resources

Zugdidi Region Trade-Industrial Palate

Culture:

Religion

Museums

Folklore

Social Field:

Aducation and Science

Health Care

Social Service

Youth

Sport

Mass Media

Photo Gallery

Links

 

26

სამეგრელო-ზემო-სვანეთის მხარე, როგორც მაღალი ტურისტული პოტენციალის მქონე რეგიონი დიდი ხანია საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია. ამას ძირითადად განაპირობებს:

- კოლხეთისა და სვანეთის უძველესი კულტურა
- კულტურულ-ისტორიული ძეგლები,
- მუზეუმები,
- მღვიმეები და გამოქვაბულები,
- საჯომარდო და საპიკნიკო ადგილები,
- ჭარბტენიანი კოლხეთის დაბლობი და მისი უნიკალური ბუნება.
- უკიდურესად მაღალი ზემო- სვანეთის მთები.

კოლხეთის ეროვნული პარკი - http://www.knp.ge

სახმელეთო ნაწილის ფართობი შეადგენს 28571ჰა-ს, ზღვის აკვატორია 1574ჰა-ს.

პარკის ტერიტორიაზე აღსანიშნავია პალიასტომის ტბა, მისი საერთო ფართობი 18,2 კვ.კმ, ხოლო მაქსიმალური სიღრმე 3,2 მეტრს აღწევს. ტბა მდიდარია თევზით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ფარგა და კეფალი, პალიასტომის ტბა შეიძლება ჩაითვალოს საქართველოში ფარგის გავრცელების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყალსატევად. საერთო ჯამში კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 88 თევზის სახეობაა ცნობილი, მათ შორის შავი ზღვის მობინადრეა 44, მტკნარი წყლისა-21, ხოლო 23 სახეობა გამსვლელია. სხვა თევზებიდან აღსანიშნავია შავი ზღვის ორაგული, ქაშაყი, ატლანტური ზუთხი პალიასტომის ტბა შავი ზღვის აკვატორიასთან ერთად აფრიკა-ევრაზიის წყლისა და ჭაობის ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეგიონს წარმოადგენს.

ტენიან ტყეებში, ჭაობებსა და მდინარეებში ბუდობს და იზამთრებს 194 სახეობის ფრინველი, მათ შორის მიმომფრენია 76 სახეობა, მობინადრე 62 და 56 მაზამთრე სახეობაა. მოზამთრე სახეობებიდან აღსანიშნავია მეკალოტე ბატი, თეთრშუბლა ბატი, გარეული იხვი, მყივანი გედი, ხუჭუჭა ვარხვი შავი ყარყატი,მცირე თეთრი ყანჩა, თეთრკუდა არწივი

ფლორა
ფლორიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მურყანი, ლაფანი, იმერული მუხა, ნეკერჩ, წითელ წიგნშია შეტანილი კოლხური სურო.
თეთრი დუმფარა, წყლის კაკალი, ლემნა, სალვინია, ძუძუმწოვრებიდან გავრცელებულ სახეობას წარმოადგენს ტურა, კავკასიური თხუნელა, წითელ წიგნშია შესული გარეული ღორი, ზღვის ღორი, აფალინა, თეთრგვერდა დელფინი.

1996 წელს ”რამსარი”«-ს კონვენციით კოლხეთის ეროვნულ პარკს მიენიჭა საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსი.

დაცულ ტერიტორიაზე შემდეგი სახის ინფრასტრუქტურაა განთავსებული:
• -პარკის ვიზიტორთა ცენტრი
• -ადმინისტრაციული შენობები
• -მცველთა თავშესაფრები
• -ფრინველების სათვალთვალო კოშკი
• -ფრინველთა სათვალთვალო
• -ფრინველთა დარგოლვის ცენტრი
• -საინტერპრეტაციო დაფები
• -საინტერპრაციო კიოსკები
• -ნავმისადგომები.
• -შესასვლელები.
• -ტურისტული ბილიკები.

კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი და სხვა ინფრასტრუქტურა საგანგებოდ ისე დაპროექტდა, რომ მისი მშენებლობის პროცესში გამოყენებული მასალა და ტექნოლოგიები უვნებელი ყოფილიყო გარემოსა და იმ ადამინებისათვის, რომლებიც მის დასათვალიერებლად მოდიან, ან ამ შენობაში მუშაობენ. ვიზიტორთა ცენტრში განთავსებულია 60 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი , ბიბლიოთეკა, ელექტროენერგიის ჰელიო სისტემა, 4 სასტუმრო ნომერი, საგამოფენო დარბაზი და კაფეტერია.

ცენტრის დანიშნულებაა –დაინტერესებული პირებისათვის დაცული ტერიტორიების სრული და თვალსაჩინო ინფიორმაციის მიწოდება. მისი ადგილმდებარეობა სატრანსპორტო მომსახურეობისა და ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან კავშირის თვალსაზრისით მაქსიმალურად შეესაბამება ვიზიტორების ინტერესებს. პარკის ტერიტორიის ფუნქციური ზონირებიდან გამომდინარე ოპტიმალურად იქნა მიცნეული მისი განთავსება ქ. ფოთის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში, მალთაყვაზე, ადმინისტრაციული ცენტრის შენობასთან ერთიან კომპლექსში. აღნიშნული ტერიტორია განლაგებულია ქ. ფოთზე გამავალ სატრანზიტო ავტომაგისტრალთან და ამდენად , მოხერხებული კავშირი აქვს როგორც სამეგრელოს , ასევე გურიის რეგიონებთან. აღსანიშნავია აგრეთვე ფოთის საზღვაო პორტთან და აეროპორტთან სიახლოვე , რაც აადვილებს ტურისტთა ნაკადების სატრანსპორტო მომსახურეობას .
ფუნქციიდან გამომდინარე ვიზიტორთა ცენტრის გეგმარებითი, არქიტექტურული და კონსტრუქციული გადაწყვეტა, ინტერიერების, კეთილმოწყობისა და აღჭურვილობის დიზაინი მაქსიმალურად ეფუძნება ადგილობრივ, ისტორიულად ჩამოყალიბებულ სამშენებლო ტრადიციებს, თავისებურებებსა და პრინციპებს.
ამ ტრადიციებისა და პრინციპების გამოყენებითვე მოხდა ძველად აშენებული კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შენობის განახლება, რომელმაც სრულიად ახლებური სახე შეიძინა.

ვიზიტორთა მომსახურების ფორმები

ეკოტურიზმი
მომსახურეობის ამ ფორმის ნაირგვარობას განსაზღვრავს ტერიტორიის გეოგრაფიული თავისებურება, ლანდშაფტური მოზაიკა და ბიოლოგიური მრავალფეროვნება _ ნოტიო და თბილი კლიმატი , რელიქტური და ენდემური მცენარეული სახეობების არსებობა, ადგილობრივი და გადამფრენი ფრინველების სახეობათა სიმრავლე, ტორფიანი ჭაობები , დაჭაობებული ტყეები, ზღვის სანაპირო დიუნები, დაკლაკნილ კალაპოტიანი მდინარეები და ტბები განუმეორებელი ლანდშაპტებით, შავი ზღვის სანაპირო აკვატორია და სხვა .

საზღვაო-სანაოსნო ტურიზმი
ტურიზმის ამ სახეობის განვითარების მყარ საფუძველს წარმოადგენს კოლხეტის დაცულ ტერიტორიებთან მოსაზღვრე შავი ზღვის სანაპირო აკვატორია ქობულეთიდან ანაკლიამდე . ვიზიტორებს საშვალება ექნებათ ზღვაზე გასეირნებასთან ერთად მოინახულონ სანაპირო ზონის ლანდშაფტები .

სამდინარო-სანაოსნო ტურიზმი
მდორედ გამდინარე დაკლაკნილ კალაპოტებიან მდინარეებზე გასეირნებით შესაძლებელია უნიკალური ბუნებრივი გარემოსა და იქ არსებული კულტურული ტრადიციების გაცნობა . ვიზიტორების გადაადგილება მდინარეებზე ხდება ელექტროძრავიანი ან ნიჩბიანი ნავებით. მდინარეებზე ნავებით მოძრაობისას ნაირგვარი ლანდშაპტის ხილვასთან ერთად ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ , დააკვირდნენ , წყლისა და ჭაობის ფრინველებს .

ფრინველებზე დაკვირვება
კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ათეულობით სახეობის ადგილობრივი და გადამფრენი ფრინველი გვხვდება . ამ ფრინველებზე დაკვირვება შესაძლებელია სპეციალურად მოწყობილი(შენირბული) სათვალთვალოებიდან. სათვალთვალოები მოწყობილია ჭაობის , მდინარეების გასწვრივ , ტორფიანი ჭაობების იმ უბნებზე , სადაც ლელისა და ლაქასის მაღალი რაყეებია.

საფეხმავლო ტურიზმი
საფეხმავლო ტურიზმის მარშრუტების მოწყობა შესაძლებელია:

a) იმნათის უბანი _იმნათის ტორფიანი ჭაობის აღმოსავლეთ ნაწილში-მდინარეების დედაბერასა და ფიჩორის კალაპოტებს შორის; მდ. ფიჩორის მარჯვენა მხარესა და მდ. რიონის მარცხენა ნაპირს შორის მდებარე მეორადი ნოტიო მურყანების ზოლში.
b) ნაბადას უბანი_ქვიშიან დიუნაზე , მდ. რიონის შესართავის ჩრთილოეთით; ნაბადას ტორფიანი ჭაობის უკიდურეს აღმოსავლეთ კიდეზე, მდინარეების ციასა და ცივას კალაპოტებს შორის.
გ) ჭურია-ანაკლიის უბანი_ქვიშიან დიუნაზე , მდ. ხობისწყლის და ჭურიის შესარტავებს შორის; ჭურიას სფაგნუმის ტორფნარის აღმოსავლეტ კიდეზე მდინარეების ხოისწყალისა და ჭურიის კალაპოტებს შორის

სამეცნიერო-კვლევითი ტურიზმი
კოლხეთის დაბლობის ჭარბტენიანი ლანდშაპტები პალეოგეოგრაფიულ , ბიოგეგრაფიულ , ლანდშაფტურ , ჰიდრი-კლიმატურ და სხვა ხასიათის ინფორმაციას მოიცავს .

სასკოლო-საუნივერსიტეტო ტურიზმი
სასწავლო-შემეცნებითი ტურიზმის მარშრუტები ეწყობა იმნათის , ნაბადასა და ქობულეთის ცოცხალ ტერიტორიებზე ამ მიზნით გამოიყენება ტურიზმი სხვა კატეგორიებითვის უკვე დადგენილი მარშრუტები. ამ მარშრუტებზე მოსწავლეებსა და სტუდენტებს საშუალება მიეცემათ საფუძვლიანად გაეცნონ ჭარბტენიან ეკოსისტემებს-ტორფნარებს, რელიქტურ კოლხურ ტყეებს , ჭაობის მდინარეებს, ქვიშიანი დიუნების მცენარეულ დაჯგუფებებს , აგრეთვე აწარმოონ დაკვირვება წყლისა და ჭაობის ფრინველებზე და სხვა. ტურიზმი დაშვებული წლის ნებისმიერ დროს.

სამოყვარულო თევზჭერა
კოლხეთის დაცულ ტერიტორიაზე დაშვებულია თევზჭერა, რომელიც ადმინისტრაციის სპეციალური ნებართვით ხორციელდება

კოლხეთის ეროვნული პარკში ვიზიტს უფრო საინტერესოს ქმნის მის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული არქეოლოგიური და კულტურის ძეგლები:

• ლაზიკის ძველი დედაქალაქი არქეოპოლისი /ჩვ.წ.აღ.მდე II-IX
შუა საუკუნეების წარწერებითა და ფრესკებით მდიდარი
• მარტვილის სამონასტრო კომპლექსი,
• ხობის მონასტერი,
• ცაიშის ეკლესია,
• ხობის დედათა მონასტერი.
• კორცხელის მონასტერი.

საინტერესოა ზუგდიდში დადიანების ევროპული სახლ-მუზეუმი და იქ დაცული უნიკალური ექსპონატები.
აგრეთვე - მარტვილის, ჩხოროწყუს, სენაკის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმები. /ვრცლად იხილეთ მუზეუმებში/.

კოლხეთის ეროვნულ პარკს ეკოტურიზმისთვის საკმაოდ კარგი პერსპექტივები აქვს. მასიური მიგრაციის პერიოდში აქ მრავალ იშვიათ ფრინველზე დაკვირვებაა შესაძლებელი, პარკის ტერიტორიაზე მოწყობილია ფრინველთა სათვალთვალო კოშკები, ხოლო ტურისტთა განთავსება, როგორც ეროვნულ პარკში არსებულ ვიზიტორთა სახლში, ასევე ფოთის, გრიგოლეთის და ზუგდიდის სასტუმროებში შეიძლება.
სანაპირო დიუნების და იმნათის ტორფნარის გასწვრივ შემუშავებულია ფეხით სავალი მარშრუტებიც, მაგრამ ჭარბტენიანი ტერიტორიების დათვალიერების საუკეთესო საშუალებად მაინც მოტორიანი კატარღები რჩება. თუკი ანაკლიის მახლობლად ჭურიის შავ ზღვასთან შესართავში ნავში მოთავსდებით და მდინარეს აღმა აუყვებით, პალიასტომის გავლით მდინარე ფიჩორის კალაპოტში შეხვალთ, მრავალ ძლიერ შთაბეჭდილებას მიიღებთ – აქაურ ტყეებში მიმავალი მდინარის ყოველი მოსახვევი ახალ-ახალ სურპრიზებს და ფრინველთა იშვიათ სახეობებთან შეხვედრას გიქადით.
რას გთავაზობთ პარკი:
1. იმნათის უბანი ¬– სანაოსნო მარშრუტი – პალიასტომი-ფიჩორი:
მარშრუტის ხანგრძლივობა 4-5 სთ.

საკონფერენციო დარბაზში მცირე მიმოხილვა მარშრუტის შესახებ, სპორტული თევზაობა, ფრინველებზე დაკვირვება. /გასვლა კატერით/. 2. პალიასტომის ტბაზე გასეირნება 14 კაციანი პანტომით.
ტურის ხანგრძლივობა – 1 სთ.

3. ზღვაზე გასეირნება 5 ადგილიანი კატამარანის ტიპის ნავით.
ტურის ხანგრძლივობა – 1–2 სთ.

4. ჭურიის უბანი – საფეხმავლო-სანაოსნო მარშრუტი „ფრინველთა დარგოლვის ცენტრი ჭურია”
ტურის ხანგრძლივობა – 1-2 დღე;

საკონფერენციო დარბაზში მცირე მიმოხილვა მარშრუტის შესახებ. (სპორტული თევზაობა, ფრინველებზე დაკვირვება სათვალთვალო კოშკებიდან, პიკნიკის მოწყობა, ზღვის სანაპიროზე შესვენება, ტყეში შესვლა, მდინარე ჭურიაზე კატერით გასეირნება), გასვლა ადმინისტრაციის ტერიტორიიდან ავტომანქანით ჭურიამდე.

5. ისტორიულ-კულტურული ტურისტული მარშრუტი – „დადიანების სახლ-მუზეუმი”:
ტურის ხანგრძლივობა – 6-7 სთ.
6. ისტორიულ-კულტურული ტურისტული მარშრუტი – „არქეოპოლისი”:
ტურის ხანგრძლივობა – 6-7 სთ.
ვიზიტორთა კომფორტულ დასვენებას უზრუნველყოფს პარკის ადმინისტრაციასთან არსებული კეთილმოწყობილი ვიზიტორთა ცენტრი, რომელსაც გააჩნია 4 ორადგილიანი ნომერი, აგრეთვე 60 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, საგამოფენო დარბაზი და კაფეტერია.

სხვა ტურისტული ადგილები

საზღვაო კურორტები

ანაკლია, განმუხური, მალთაყვა

მღვიმეები

ჩხოროწყუ - ფოთოლცვენის მღვიმე /2.5 კმ/, სიღრმე 340 მ. ხავერდოვანას უფსკრული /400 მ სიღრმე/
ზესნახეს მღვიმე სიგრძე 2 კმ. შურობუმეს მღვიმე /სიგრძე 320 მ/ მუხურის მღვიმე - სიგრძე 960 მ. კარსტოკრასტული მღვიმეები - ნაზოდელავო, ყალიჩონა, გარახა, სავეკუო.
მარტვილი - ლესხულუხიეს მღვიმე/სალხინო/, ტობის მესამე მღვიმე, ჯორწყოს მღვიმე, სოფელ ბალდაში. წაჩხურუს მღვიმე, არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმე.

საპიკნიკე
ადგილები

 

წალენჯიხა - ჭანისწყლის, ინწრას სანაპიროები.
ხობი -ხობისწყლის ტერიტორია
სენაკი -ნოქალაქევი, ეკი, ახალსოფელი, ჩხარის წყალი
ზუგდიდ ი - ანაკლია, განმუხური, ცაიში, ჭკადუაში, კორცხელი.

საჯომარდო
ადგილები

სენაკი - მდინარე ტეხურა
ზუგდიდი - ჭკადუაში (ჩხოუშია), ნარაზენი(ჭანისწყალი). დარჩელი(ენგური), შამგონა (ენგური)
რუხი(ენგური).

სათევზაო
ტურიზმი

წალენჯიხა - მდინარე ჭანისწყალი
ჩხოროწყუ - მდ. ხობისწყალი, ოჩხომური
აბაშა -  მდ. რიონი, აბაშა, ცხენისწყალი, გეზათი, ნაესაკოვო 
ზუგდიდი -ჭურია, ანაკლია
სენაკი - მდ. ტეხურა,  გურძემია. ცივი. .რიონი
ღელეები: ეკუსკური, კვარჯღალი, მეტერია.

საცხენოსნო
ტურიზმი

ჩხოროწყუ - მუხური, ლუგელას ხეობა, ოცინდალე
ზუგდიდი - ურთის მთა, კორცხელი.

მჟავე წყლების
ადგილები

წალენჯიხა კურორტი სქური, ლუგელა
ზუგდიდი- ახალსოფელი, კოლხიდა

ბუნების ძეგლები
ღია მუზეუმები

ჩხოროწყუ -თაია, ლუგელას ხეობა
ზუგდიდი -სოფ. ცაიში, ცაცხვის უბანი, კოლხური წარმართული პანთეონი.
აბაშა - ანტიკური ხანის ნაქალაქარი,კეთილარის თემი.

სალაშქრო
ხეობები

 ჩხოროწყუ ლუგელას ხეობა
მარტვილი - ჩეგოლა, კემლაკეისარი, ლებარდე, ჯორწყუ

კარვის გაშლის ადგილები

წალენჯიხ ა-მდ.სქურის ტერიტორია.
ჩხოროწყუ - ოცინდალე, მიგარიის კირქული მასივი, ტობავარჩხილი
სენაკი - ეკის მთა, შხეფი, ნოქალაქევი.
ზუგდიდი - ანაკლია, განმუხური, ცაიში, ჭკადაუში,კორცხელი
აბაშა - აბაშა; ძვ. აბაშის , ზანათის და ნიორიოს თემები.

ტბები

ჩხოროწყუ - ტობავარჩხილი, 2500 მ. 
ხობი - პაპანწყვირე ხეთაში

ჩანჩქერები

ჩხოროწყუ - ხობისწყლის ხეობაში მდინარე დიდღელეს ჩანჩქერები
ზუგდიდი - ძველი აბასთუმანი -ფოქორი

გადმოსახედი
ადგილები

ჩხოროწყუ - თაია, ოცინდალე, ცაშკიბული.
სენაკი - ეკის მთა,
ზუგდიდი - ურთას მთა, კორცხელის მონასტერი.
მარტვილი - ბჟერის, თამაკონის, კალამუნას მთები.  მარტვილის მონასტრის ტერიტორია
ხობი - ხეთის ყოფილი ხეთის მეურნეობის ადმინისტრაციის ტერიტორია

ზემო- სვანეთი
დასავლეთ კავკასიონის ცენტრალური 125 კმ-იანი მონაკვეთი, კოდორის ქედიდან ვიდრე ფასის მთამდე სვანეთის კავკასიონად იწოდება. მის სამხრეთ კალთებზეა განლაგებული საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი კუთხე - სვანეთი, რომელიც მოიცავს მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ხეობებს შუა წელიდან სათავეებამდე.

სვანეთშია თავმოყრილი კავკასიონის უმთავრესი მწვერვალები და უმსხვილესი მყინვარები, რომელთა ჯამური ფართი 300 კვ.კმ აღწევს და ყინულოვანი ჯავშანის სახით გვირგვინივით ადგას კავკასიონს. უმნიშვნელოვანესი მწვერვალებია: წურუნგალა (4220 მ). აილამა (4550 მ), შხარა (5068 მ), ჯანღა (5060 მ), გესტოლა (4860 მ), ტიხტინგენი (4620 მ). თეთნულდი (4860 მ), მაზერი (4010 მ), ჩათინი (4370 მ). აქვეა საქვეყნოდ ცნობილი ორთავა უშბას ციცაბო კლდოვანი მასივი (4700 მ). კავკასიონზე სირთულისა და სილამაზის ეტალონი უშბაა, ალპებში -მატერჰორნი (4478 მ).
სვანეთის კავკასიონის თხემური ნაწილის საშუალო აბსოლუტური სიმაღლე 4125 მ-ია, მაქსიმალური - 5068 (შხარა), მინიმალური - 3168 (დონღუზორუნის გადასასვლელი). კავკასიონის ამ მონაკვეთზე ოცამდე სვადასხვა სირთულის უღელტეხილია, რომლებიც ჩრდილოეთით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადადის. გადასასვლელების სიმაღლე 3160 მ-დან 3860 მ-მდე მერყეობს. ზოგიერთი მათგანი საპალნე ტრანსპორტისთვისაა განკუთვნილი, უმრავლესობა - ქვეითად მოსიარულეთათვის, ზოგი კი მხოლოდ ალპინისტებისათვისაა მისაწვდომი.
კავკასიონის სამხრეთის გვერდით ქედებს შორის უმაღლესია სვანეთის ქედი (უმაღლესი მწვერვალი ლაჰილი, 4010 მ), რომელიც მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის წყალგამყოფს წარმოადგენს. მისი სიგრძე 120 კმ-ია.

სვანეთი ულამაზესი მხარეა არამარტო საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში. საოცარია აქაური სოფლები, მუდმივად თოვლიანი მთის თვალუწვდენელი მწვერვალები, აზალის საძოვრები, საიდანაც შუასაუკუნეების კოშკები ულამაზეს ხეობებს ამაყად გადაჰყურებებენ, ხოლო ფრიალო კლდეებში ღრუბლები გაწოლილან. სვანეთი საჩუქარია არა მხოლოდ ლაშქრობის მოყვარულთათვის, იგი კულტურის უძველესი კერაცაა. აქ მრავლად შეხვდებით შუა ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, სალოცავებსა და ეკლესიებს, შუასაუკუნეების უნიკალურ ფრესკებსა და მონეტებს, რომლებიც ახლაც ინახება რამოდენიმე მუზეუმში.
სვანეთშია თავმოყრილი კავკასიონის უმთავრესი მწვერვალები და უმსხვილესი მყინვარები, რომელთა ჯამური ფართი 300 კვ.კმ აღწევს და ყინულოვანი ჯავშანის სახით გვირგვინივით ადგას კავკასიონს. უმნიშვნელოვანესი მწვერვალებია: წურუნგალა (4220 მ). აილამა (4550 მ), შხარა (5068 მ), ჯანღა (5060 მ), გესტოლა (4860 მ), ტიხტინგენი (4620 მ). თეთნულდი (4860 მ), მაზერი (4010 მ), ჩათინი (4370 მ). აქვეა საქვეყნოდ ცნობილი ორთავა უშბას ციცაბო კლდოვანი მასივი (4700 მ). კავკასიონზე სირთულისა და სილამაზის ეტალონი უშბაა, ალპებში -მატერჰორნი (4478 მ).

სვანეთის კავკასიონის თხემური ნაწილის საშუალო აბსოლუტური სიმაღლე 4125 მ-ია, მაქსიმალური - 5068 (შხარა), მინიმალური - 3168 (დონღუზორუნის გადასასვლელი). კავკასიონის ამ მონაკვეთზე ოცამდე სვადასხვა სირთულის უღელტეხილია, რომლებიც ჩრდილოეთით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადადის. გადასასვლელების სიმაღლე 3160 მ-დან 3860 მ-მდე მერყეობს. ზოგიერთი მათგანი საპალნე ტრანსპორტისთვისაა განკუთვნილი, უმრავლესობა - ქვეითად მოსიარულეთათვის, ზოგი კი მხოლოდ ალპინისტებისათვისაა მისაწვდომი.

კავკასიონის სამხრეთის გვერდით ქედებს შორის უმაღლესია სვანეთის ქედი (უმაღლესი მწვერვალი ლაჰილი, 4010 მ), რომელიც მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის წყალგამყოფს წარმოადგენს. მისი სიგრძე 120 კმ-ია, საშუალო სიმაღლე
მეტად მრავალფეროვანია სვანეთის მცენარეული საფარი. წიწვოვანი ტყეები 800-900 მეტრიდან გვხვდება, ხოლო ალპური სარტყელი 2450-2500-დან 3100-3200 მეტრამდე ვრცელდება. აქ გვხვდება ფართოფოთლოვანი ტყეები, რომელთა შემადგენლობაშია ქართული მუხა, კავკასიური რცხილა, ცაცხვი, მთის ნეკერჩხალი და სხვა.
სვანეთის მკვიდრი მოსახლეობა ძირითადად სვანურ ენაზე საუბრობს. ისინი განთქმული არიან თავიანთი სტუმართმოყვარეობითა და შრომისმოყვარეობით. სვანები თავისებური და ამაყი ხალხია. სვანეთის ისტორიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მუსიკალური ფოლკლორი. სვანური სიმღერები ძირითადად ომებს, ომის გმირებს, სახელოვან მეფეებს ეძღვნება, ბევრი სიმღერა კი წარმართულ ელემენტებსაც შეიცავს.

სხვა ტურისტული ადგილები

ტბები

უღვირის, ქორულდის, მეზირი (ტვებიში)

მღვიმე

ზარგაში (მესტია) , შგედი ბუდებრივი გამოქვაბული.

საპიკნიკე

მესტიაში: კახური, ჰაწვალი, Uღვირის უღელტეხილი, იფარი, კალის ხეობა.

საჯომარდო

მესტია ჭალა, ბეჩო(შიხის ჭალა), ნაკრა(ზედა წელში) უშგული

სათევზაო
ტურიზმი

ჭუბერი, ლახამულა, იფარი (ადიშურა)

საცხენოსნო
ტურიზმი

მესტიიდან- ჟაბეში-ადიში-იფრალი-უშგული. (5 დღიანი ტური 1 ცხენი 20 ლარი) გამყოლი 40-50 ლარი)

მჟავე წყლების
ადგილები

უშგული, კალა, იფარი, მულახი, მესტიაში 7, ლენჯერი, ცხუმარი, ეცერი.

ბუნების ძეგლები

მდ. ადიშურას სათავეებში ადიშის ყინულვარდნილი,
მდ. ღალდე-ჭალადის აუზის ზემოწელში,,ფერხულის ქვის”ლოდი.

სალაშქრო
ხეობები

თვიბერი-ჟაბეში, ჭალაადი-მესტია, უშგული-შხარის მყინვარი, ზურულდი-მესტია, მაზერი-ტვებიში, უშბის მყინვარი.

კარვის ადგილები

ყველგან

სამთო სათხილამურო
ადგილები
ამკრძალავი
ნიშნებით

_

ჩანჩქერები

დიზში, მაზერში_შდუგვრა

გადმოსახედი
ადგილები

მესტიაში, ზურულდი, ჰაწვალი, გვალდი, ცხაკვზაგარ, ხეშკილდი.