სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია:

სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი

დებულება

დანიშვნა

ბიოგრაფია

ფოტო ალბომი

მოქალაქეთა მიღება

მოადგილეები

სამსახურის უფროსები

სტრუქტურა

ადმინისტრაცია

ვაკანსიები

კონკურსი 2014

სამეგრელო-ზემო სვანეთი:

რეგიონის შესახებ

გეოგრაფია

ისტორია

რეგიონის მოსახლეობა

რეგიონის რუკა

მხარის ეკონომიკა:

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები

მხარის ეკონომიკის ანალიზი

მრეწველობა

სოფლის მეურნეობა

ტრანსპორტი

საფინანსო საბიუჯეტო სფერო

ბიზნეს-კომპანიები

საბანკო სფერო

მხარის საინვესტიციო მიმზიდველობა

ტურიზმი

ბუნებრივი რესურსები

კულტურა:

ზუგდიდის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატა

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები

რელიგია

მუზეუმები

ფოლკლორი

სოციალური სფერო:

რეგიონული დღესასწაულები

განათლება და მეცნიერება

ჯანდაცვა

სოციალური მომსახურება

ახალგაზრდობა

სპორტი

მასმედია

ფოტო გალერეა

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი: ჩვენს შესახებ

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი მდებარეობს კოლხეთის დაბლობის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტები ზღვის დონიდან 80-300 მეტრის ფარგლებშია მოქცეული. ტყის მასივები წარმოდგენილია ჰექტარ ფარტობზე. ძირითადი მდინარეებია ხობისწყალი და ოჩხომური, სამეგრელო მთიანეთში, 2500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს ულამაზესი ტბა «ტობავარჩხილი». საქართველო წითელ წიგნშია შეტანილი მუნიციპალიტეტის ტეტიტორიაზე მდებარე მღვიმე. წიაღისეული სიმდიდრეებიდან აღსანიშნავია დოლომიტისა და კირქვის საბადოების არსებობა, უნიკალურია ლუგელას მინერალური წყალი, რომელიც სამკურნალო დანიშნულებით გამოიყენება, ჰაერი ნოტიო-სუბტროპიკულია, თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. ნიადაგებიდან გავრცელებულია წითელმიწები, ყვითელმიწები, წერი და ნეშომპალა კარბინატული ნიადაგები.

ჩხოროწყუ, როგორც ადმინისტრაციული ერთეული ჩამოყალიბდა 1927 წელს. მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის 12 სოფელი და თემი, ერთი დაბა, 32,0 ათასი მცხოვრებით. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი კეთილმოწყობილი გზებით დაკავშირებულია ზუგდიდის, წალენჯიხის, მარტვილის, სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტებიდან. მოსახლეობა აბსოლუტურ უმრავლესობას ქართველები შეადგენენ.

ძირითადი დარგი სოფლის მეურნეობაა, მოსახლეობა მისდევს მარცვლეული და პარკოსანი კულტურების მოყვანას, დღითიდღე მატულობს თხილის პლანტაციების ფართობები, პერსპექტიული გახდა კივის კულტურაც. უკანასკნელ პერიოდში მკვეთრად შემცირდა ჩაის პლანტაციის ფართობები, შედარებით მცირე ფართობზეა წარმოდგენილი ვაზისა და ხეხილის ნარგავები. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სინამდვილისთვის აღსანიშნავია ფუტკრის იშვიათი პოპულაცია, რომელიც ყელაზე საუკეთესოა მსოფლიოს მასშტაბით. მოსახლეობის უმნიშვნელო ნაწილი მისდევს მომთაბარე მეცხოველეობას.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულია 23 სასწავლო, 16 სამედიცინო და 18 კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი შედის სენაკი-ჩხოროწყუს ეპარქიის შემადგენლობაში.


ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ჩხოროწყუ


ტერიტორია - 619,4 კვ.კმ
კლიმატი – ზომიერი
დაბა – 1
სოფელი - 12
მანძილი ჩხოროწყუდან – თბილისამდე – 357 კმ.
მანძილი ჩხოროწყუდან – ზუგდიდამდე – 28 კმ.
უახლოესი პორტი ქალაქი ფოთი – მანძილი – 80 კმ.
უახლოესი რკინიგაზის სადგუეი – სენაკი, ზუგდიდი – 37 კმ.
უახლოესი აეროპორტი – კოპიტნარი – მანძილი – 100 კმ.
ქალაქის მოსახლეობა – 5952
სოფლის მოსახლეობა 26710
მოსახლეობა სულ – 32662
მათ შორის:
ქალი –17401
კაცი – 15261
მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა:
ქართველი – 98%
სხვა 2 %
წყლის ძირითადი არტერიები:
არტეზიული ჭები
მუზეუმები
ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმი
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
ეკლესია დოხოროე /სპფ. ახუთი/
მაცხოვრის სახელობის ეკლესია ლეგერსამე /სოფ. ახუთი/
კრიპტა /სოფ. ახუთი/
ეკლესია გოგოლეთის საკაციო /სოფ. ახუთი/
კუხალაშვილების კარმოდმო /სოფ. ახუთი/
მ. ჯიქიას კარმოდამო და ოდა სახლი /სოფ. ახუთი/
მისარიონის ჯიხა, ციხის ნანგრევი სალიპარტიო /სოფ. ახუთი/
ნაეკლესიარი ჭუბიში /სოფ. ზუმი/
წმ. გიორგის სახელობის ოცინდალეს ეკლესია /სოფ. თაია/
ეკლესიის ნანგრევი /სოფ. კირცხი/
ნაოხვამური /სოფ. ლეწურწუმე/
ეკლესიის ნანგრევი /სოფ. კირცხი/
ჭვილისის ეკლესია ლეჯიქიე /სოფ. ქვედაჩხოროწყუ/
შვერილიფსიდიანი ეკლესია /სოფ. ქვედაჩხოროწყუ/
ეკლესია /სოფ. მოიდანახე/
სამნავიანი ბაზილიკა /სოფ. მუხური/
ეკლესია სასაფლაოზე /სოფ. ჭოღა/
წმ. გიორგის სახელობის ეკლესია ლეახალე /სოფ. ნაკიანი/
ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია /სოფ. ნაკიანი/
მიქელ–გაბრიელის სახელობის ეკლესიის ნაშთი /სოფ. ნაკიანი/
ციხის ნანაგრევი /სოფ. ნაფიჩხოვო/
ნაჯიხარა გალავნით /სოფ. კირცხი/
ნაოხვამური, ციხის ნანგრევი /სოფ. კირცხი/
ნაოხვამე, ციხის ნაშთი ნაჯიხა /სოფ. კირცხი/
წმ. ბარბარეს ეკლესია /სოფ. ლესიჭინე/
ლეჯიქიე ხომაკირდე /სოფ. ლესიჭინე/
მრეწველობა
მრეწველობის დარგებიდან განვითარებულია:
ხე–ტყის გადამუშავება
ჩაის გადამუშავება
სოფლის მეურნეობა
სოფლის მეურნეობის დარგებიდან განვითარებულია:
მეცხოველეობა
მეფუთკრეობა
მოჰყავთ სიმინდი, ლობიო თხილი, კივი
საავტომობილო გზის სიგრძე:
სახელმწიფო მნიშვნელობის გზა – 60,9 კმ.
ადგილობრივი მნიშვნელობის – 245,5 კმ.
მუნიციპალიტეტის მინერალური და რეკრეაციული რესურსები:
საკურორტო და ტურიზმის რესურსები:
დოლომიტისა და ანდეზიტის საბადო სოფ. მუხურში
ინერტული მასალის საბადო სოფ. ლეწურწუმეში
დაძმობილებული ქალაქები:
ქ. არხავი (თურქეთის რესპუბლიკა)