სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სიახლეები

ტურისტულ სეზონზე ანაკლია-განმუხურში კონცერტებს ორგანიზებას Black Sea Arena-ს მენეჯმენტ ჯგუფი გაუწევს

2018-04-07 12:06:00

ანაკლია-განმუხურის ტურისტული სეზონის დაგეგმვასთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გუბერნატორთან და ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ,,Black Sea Arena"-ს დირექტორი ანი კალელიშვილი ესწრებოდა.

ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონაში კონცერტების ორგანიზებას „Black Sea Arena“-ს მენეჯმენტ ჯგუფი გაუწევს.

"წლევანდელი სეზონი უნდა იყოს მაქსიმალურად დატვირთული, არამხოლოდ ერთი მიმართულებით, არამედ ეს უნდა იყოს ყველასთვის საინტერესო დასასვენებელი ადგილი. ანაკლიაში წელს ელექტრონული მუსიკის „ვიქენდებთან“ ერთად, სხვადასახვა სახის გასართობი და სპორტული ღონისძიებები გაიმართება. ჩვენ USAID-თან ერთად უკვე გადავამზადეთ ყველა საოჯახო ტიპის სასტუმრო და ისინი მზად არიან ახალი სეზონისთვის“ - განაცხადა შეხვედრაზე სამეგრეო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა.

"Check in Georgia-სთვის უმნიშვნელოვანესი რეგიონია სამეგრელო. ანაკლია- განმუხურის ტერიტორია უდიდეს პოტენციალს ატარებს, რათა ტურისტულად საინტერესო და მიმზოდველი გახადოს საქართველო. სწორედ ამიტომ  „Black Sea Arena“-ს  მენეჯმენტი პროფესიონალების გუნდთან ერთად მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ანაკლიაში 2018 წლის ზაფხული საინტერესო და მიმზიდველი გახდეს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა ბატონმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა 2019 წლიდან გამოცხადდება სახელმწიფოს მრავალწლიანი მხარდაჭერის პროგრამა, რაც ანაკლიისთვის ახალ ფესტივალს შექმნის."- განაცდახა შეხევდრაზე ანი კავლელიშვილმა.

ანაკლიაში წელს, USAID-ის პროექტ ZRDA-სთან ერთად, ასევე ჩატარდება ბიზნესფესტივალი "ანაკლიობა", რომელიც რეგიონში ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< September 2018 >
MonTueWedThuFriSatSun
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24
25
2627282930

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო