სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სიახლეები

ზუგდიდში ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია გრძელდება

2018-05-03 16:54:00

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და სამეგრელო-ზემო სავნეთის გუბერნატორი ლევან შონია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდში ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ. პროექტის განხორციელება მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, წელს დაიწყო და მისი საერთო ღირებულება, დაახლოებით, 12 მილიონი ლარია.

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ინფრასტრუქტურა ათწლეულების განმავლობაში დაზიანებული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა.

პროექტით გათვალისწინებულია ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების და ღობის რეაბილიტაცია, წყალმომარაგების, სარწყავი, საკანალიზაციო, სადრენაჟე სისტემების მოწყობა.

ასევე, ტერიტორიაზე არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებისა და სათავე ნაგებობის მოწყობა. გაკეთდება სასეირნო ბილიკები, აშენდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები.

ამ ეტაპზე, დაწყებულია მებაღის სახლის, დაცვის და სალარო შენობების სამშენებლო სამუშაო. მიმდინარე სამუშაოზე დასაქმებულია 120 ადამიანი, პროექტის დასრულების შემდეგ კი განახლებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე 70-მდე პერსონალი დასაქმდება.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის კეთილმოწყობა ხელს შეუწყობს ტურისტებისა და დამსვენებლების რაოდენობის ზრდას. შეიქმნება ხელსაყრელი პირობები ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებისთვის.

პროექტის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაო 2019 წლის ივნისში დასრულდება.

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< August 2018 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6789101112
13141516
17
1819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო