სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სიახლეები

რუხის სავაჭრო ცენტრში ფესტივალი „გზა ერთობისკენ - რუხი 2018“ იწყება

2018-06-13 18:07:00

რუხის სავაჭრო ცენტრი 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით, სპორტულ-კულტურული ღონისძიებებს მასპინძლობს. ფესტივალი „გზა ერთობისკენ - რუხი 2018“ იწყება.

რუხის სავაჭრო ცენტრის ინიციატივით, სამეგრელო ზემო სვანეთის სამხერო ადმისტრაციისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სამეგრელოში, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრი ფესტივალი „გზა ერთობისკენ - რუხი 2018“ -ის ფარგლებში, მრავალფეროვან სპორტულ-კულტურულ ღონისძიებებს გამართავს.

რუხი სავაჭრო ცენტრში ერთთვიანი ფესტივალი კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობებს მოიცავს. იგეგმება სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის კონცერტები, ფესტივალები, კონკურსები, შეჯიბრებები,  მარათონი, დაჯილდოვებები, ფილმების ჩვენება, საბავშვო ღონისძიებები და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი ტრანსლირება.

ინიციატივის მხარდამჭერები არიან კერძო კომპანიები და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, სს „ქართული ლუდის კომპანია“-ზედაზენი, რომელიც  ფესტივალის განმავლობაში, მასშტაბურ აქტივობებსა და პრიზების გათამაშებას გეგმავს. 

 

ფესტივალის პროგრამა: [14 ივნისი - 15 ივლისის აქტივობები]

 

14 ივნისი
18:00 ზუგდიდის უნივერსიტეტის სტუდენტების მარათონი
18:30 სტუდენტების დაჯილდოება
19:00 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ანსამბლის კონცერტი. სს. „ქართული ლუდის კომპანია“ - ზედაზენის პრომო აქცია
19:00 მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის პირდაპირი ტრანსლაცია
22:00 ელექტრონული მუსიკის კონცერტი - TSU ART

16 ივნისი
18:00 ბავარიის ლუდის ფესტივალი, მუსიკალური გაფორმება: ჯგუფი „ვაკის პარკი“

19 ივნისი
19:00 კონცერტი: ჯგუფი Under Seven
22:00 კონცერტი: მარიამ შენგელია, მარიტა ცეცხლაძე
სს. „ქართული ლუდის კომპანია“ - ზედაზენის პრომო აქცია

21 ივნისი
17:00 საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია: მწერალი გიორგი კეკელიძე
19:00 საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი: სიმფონიური ორკესტრი ნეკა სებისკვერაძესთან ერთად
22:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია

24 ივნისი
17:00 გრანდიოზული სანახაობები ბავშვებისთვის: „თოლიას“ ნაყინის ფესტივალი
19:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია
22:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია

30 ივნისი
14:00 გრანდიოზული სანახაობები ბავშვებისთვის: ფერების ფესტივალი
18:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია
22:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია

6 ივლისი
18:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია - მეოთხედფინალი
20:30 დოკუმენტური ფილმების ჩვენება დიდ ეკრანზე
22:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია - მეოთხედფინალი

7 ივლისი
18:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია - მეოთხედფინალი
სს. „ქართული ლუდის კომპანია“ - ზედაზენის პრომო აქცია
20:30 დოკუმენტური ფილმის ჩვენება დიდ ეკრანზე
22:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია - მეოთხედფინალი

10 ივლისი
22:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია. ნახევარფინალი
სს. „ქართული ლუდის კომპანია“ - ზედაზენის პრომო აქცია

11 ივლისი
19:00 კონცერტი: ჯგუფი Green Mama
სს. „ქართული ლუდის კომპანია“ - ზედაზენის პრომო აქცია
22:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია - ნახევარფინალი

15 ივლისი
19:00 ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია - ფინალი
22:00 კონცერტი: როკ ჯგუფი Under Seven
23:00 ელექტრონული მუსიკის კონცერტი: TSU ART
სს. „ქართული ლუდის კომპანია“ - ზედაზენის პრომო აქცია

 

 

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< June 2018 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
2627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო