სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სიახლეები

ანაკლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურიზმის განვითარების სიმპოზიუმი გაიხსნა

2018-10-02 15:12:00

   სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, მისმა მოადგილე ნინო ვიბლიანმა და პროგრამა USAID-ის პროექტის "ზრდა საქართველოში" ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელთან, თორნიკე ზირაქიშვილთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურიზმის განვითარების რეგიონული სიმპოზიუმი გახსნეს. სიმპოზიუმის მიზანია განისაზღვროს რეგიონში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები და გამოწვევები, დადგინდეს პრიორიტეტები, რაც ხელს შეუწყობს სამეგრელო-ზემო სვანეთის მსოფლიოს მასშტაბით პოპულარიზაციას და მის, როგორც საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო ტურისტული რეგიონის, წარმოჩენას. პროექტის "ზრდა საქართველოში" ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით, დაარსდა სამუშაო ჯგუფი, რომლიც რეგიონში აგრო, ეკო, სათავგადასავლო და კულტურულ ტურიზმს განავითარებს.

 "ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება დამოკიდებულია რეგიონში ტურიზმის განვითარებაზე, რაც პირდაპირ კავშირშია ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და განათლების განვითარებასთან. დღევანდელი ღონისძიების დიდი მოკავშირე და სულისჩამდგმელი არის ამერიკის შეერთებული შტატების პროგრამა USAID-ის პროექტი "ზრდა საქართველოში". ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები", - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

 

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< October 2018 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
22
232425262728
293031    

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო