სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

პროექტ-დაიჯესტი

მარტვილის მუნიციპალიტეტში ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა დასრულდა

2018-08-01 16:12:00

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა დასრულდა. აღნიშნული გზა დოშაყესა და დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულებს ერთმანეთთან აკავშირებს. 

პროექტის ფარგლებში, 1 500 მეტრი ასფალტობეტონის საფარი დაიგო. ასევე მოეწყო, სავალ ნაწილზე და ეზოების მისასვლელებთან წყალსაწრეტი მილები, რკინა ბეტონისა და ბუნებრივი კიუვეტები, ლითონის მილები, სანიაღვრე არხის კედლები და ძირები რკინა ბეტონით.

პროექტის ღირებულებამ 402 463 ლარი შეადგინა. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ,,არქეოპოლისმა“ შეასრულა.

დოშაყესა და დიდი ჭყონის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

 

 

 

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< August 2018 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6789101112
13141516
17
1819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო