სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიქალაქი ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სპორტი

რეგიონში მოქმედებს 9 სპორტული კომპლექსი და 6 სასპორტო სკოლა, რომელშიც ფუნქციონირებს ფეხბურთის, მძლეოსნობის, ჭიდაობის, ჭადრაკის, კალათბურთის, აღმოსავლური ორთაბრძოლების, ძიუდოს, ცხენოსნობის, ჩოგბურთის, ბალახის ჰოკეის, რაგბის სექციები. გარდა ამისა, რეგიონში მოქმედებს 5 საჭადრაკო სკოლა და 2 საჭადრაკო სექცია.  სამეგრელო-ზემო სვანეთში ჩამოყალიბებულია რეგიონული სპორტული ფედერაციები.

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობენ რეგიონის კლუბები - ზუგდიდის „ზუგდიდი“, მარტვილის „მერანი“ და ფოთის „კოლხეთი“, ხოლო პირველ ლიგაში - წალენჯიხის „სქური“ და ხობის „კოლხეთი“. 

რეგიონი გამოირჩევა სპორტული წარმატებებით;

ოლიმპიური  ჩემპიონები და პრიზიორები;
დავით ციმაკურიძე –XV   ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი( თავისუფალი ჭიდაობა}, 1952წ(ჰელსინკი),
ვიქტორ  კრატასიუკი–XX  ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი(ნიჩბოსნობა), 1972წ (მიუნჰენი)
ვლადიმერ ჭანტურია–XXVII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი(კრივი),2000წ (სიდნეი. )
ბაჩანა ხორავა – ევროპის ჩემპიონი იუნიორთა შორის (სიგრძეზე ხტომა, სირბილი) 2010 წ(მოსკოვი),ალიევის თასის მფლობელი 2011–2012წ (ბაქო),
მანუჩარ ცხადაია –ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი(ბერძნულ–რომაული ჭიდაობა) 2012წ(ლონდონი).
ვაჟა კაჭარავა  XVIII  ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (ფრენბურთი) 1964წ (ტოკიო).
ნონა გაფრინდაშვილი - 5 - გზის მსოფლიო ჩემპიონი;
ნანა ალექსანდრია (ჭადრაკი)- 9 - გზის ოლიმპიური ჩემპიონი;
ალექსანდრე დგებუაძე (ჭადრაკი - დიდოსტატი;
კონსტანტინე შანავა (ჭადრაკი) - დიდოსტატი;
საჩინო დავითაია – ევროპის ვიცე–ჩემპიონი, ევროპის თასის მფლობელი,2013წ (მინსკი).

ტურნირებზე წარჩინებით ასპარეზობენ ნორჩი მოჭადრაკეები:
ქ. ფოთის ნ. ალექსანდრიას სახ. საჭადრაკო სკოლის მოსწავლეებმა 2008 წელს მოიპოვეს მსოფლიოს ვიცე ჩემპიონის ტიტული 10 წლის გოგონათა შორის, ხოლო 12 წლის გოგონათა შორის პირველობაზე მოიპოვეს ბრინჯაოს მედლები.

საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები ძალოსნობაში – ირაკლი ცანავა, დავით გოგია, გიორგი საჯაია, ილიკო ჯალაღონია, თემურ ჩხეიძე, ზაალ კვიციანი, თემურ პერტაია, აგული გეგელია.

თავისუფალი ჭიდაობა: მერაბ მამფორია, ირაკლი ნანავა, თენგიზ მებონია
კარატე: დავით ქირია, გიორგი ჯიქია, მამუკა ყურაშვილი, საბა ხერგიანი, სპარტაკ მამფორია.

აღნიშვნის ღირსია ზუგდიდელი მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი, სხვადასხვა შეჯიბრებების გრან-პრის მფლობელი, პეკინის ზაფხულის ოლიმპიადის ლიცენზიანტი.

ქ. აბაშაში ჩამოყალიბებულია ცხენოსან სპორტსმენთა კლუბი, რომელმაც საქართველოს 2008 წ. გუნდურ ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა. 

რეგიონში ყოველწლიურად იმარტება სასკოლო ოლიმპიადები.

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< July 2017 >
MonTueWedThuFriSatSun
     12
3456789
10111213141516
171819212223
24252627282930
31      

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო