სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიქალაქი ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ჯანდაცვის ობიექტები

 

 

 

სამეგრელო ზემო – სვანეთში ფუნქციონირებს 9 საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (თვითმმართველობის დელეგირებული სამსახურები)

სამეგრელოს რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრები

რაიონი

ცენტრის დირექტორ

საკონტაქტო ნომერი

1

ზუგდიდი

ნანა ოდიშარია

595-956-105

2

აბაშა

მადონა ქოიავა

595-956-104

3

სენაკი

კახაბერ კინწურაშვილი

599-948-853

4

მარტვილი

გიორგი წოწორია

591-323-936

5

წალენჯიხა

ქეთო ღვინჯილია

595-956-106

6

ჩხოროწყუ

ნონა ჯომიდავა

595-956-108

7

ხობი

შორენა საბახტარაშვილი

595-956-148

8

მესტია

ნიალი ბაჟალავა

595-956-109

9

ფოთი

ნანა მხეიძე

577-135-039

  1. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრების დელეგირებული უფლებამოსილებები

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში  “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, დელეგირებული აქვთ შემდეგი უფლებამოსილებები:

ა) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის;

ბ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა;

გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის,  დეზინსექციისა და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზება;

დ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;

ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარული ნორმების დაცვის ზედამხედველობა;

ვ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა;

ზ) პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას;

თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა.

ეპიდზედამხედველობის განხორციელება და სამედიცინო სტატისტიკური სისტემის მუშაობის უზრუნველყოფა: სამოქმედო ტერიტორიაზე ეპიდზედამხედველობის განხორციელება და სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგი გადამდებ და არაგადამდებ დაავადებებზე მონაცემთა ხარისხის უზრუნველსაყოფად; სამოქმედო ტერიტორიაზე სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება, წარდგენა ცენტრში.

იმუნიზაციით მოცვის გაუმჯობესება საინფორმაციო სისტემისა და ლოჯისტიკის გამართული მუშაობის გზით:იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, იმუნოპროფილაქტიკისათვის და მიმდინარე წლის საჭირო მასალისა და აღჭურვილობის აუცილებელი მარაგის ლოჯისტიკის განხორციელებაზე ზედამხედველობა „ცივი ჯაჭვის“ პრინციპების დაცვით და ანგარიშგების წარმოება.   სამედიცინო დაწესებულებების დამხმარე ზედამხედველობა (მონიტორინგი) იმუნიზაციის შესრულებაზე.

მუნიციპალურ დონეზე არსებული სჯდ ცენტრების მიერ სამოქმედო ტერიტორიაზე მიმდინარე წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებებისთვის ეპიდზედამხედველობითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

  1. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრების

ექსკლუზიური უფლებამოსილებები

მუნიციპალურ დონეზე სპეციფიკური პირობებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მიზნით ხდება ექსკლუზიური პროგრამების შემუშავება.

თვითმართველი ერთეულის ექსკლუზიური უფლებამოსილებები განისაზღვრება “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს კანონის თავი 3 “თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებანი”, მუხლი 16-ის “თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიური უფლებამოსილებები”, პუნქტი 2 “ღ” ქვეპუნქტით: ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირება - შემუშავება, განხორციელება და ამის თაობაზე მოსახლეობის ინფორმირება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჯანმრთელობის დაცვის ყველა ტიპის დაწესებულებათა რაოდენობა შეადგენს 196 საბაზო ერთეულს. მათ შორის:

  1. აბაშა – 18 სამედიცინო დაწესებულება ( 16 ამბულატორია);
  2. ზუგდიდი – 53 სამედიცინო დაწესებულება (29 ამბულატორია);
  3. მარტვილი – 22 სამედიცინო დაწესებულება (17 ამბულატორია);
  4. მესტია – 12 სამედიცინო დაწესებულება (11 ამბულატორია);
  5. სენაკი – 26 სამედიცინო დაწესებულება (20 ამბულატორია);
  6. ფოთი – 11 სამედიცინო დაწესებულება (11 ამბულატორია);
  7. ჩხოროწყუ – 16 სამედიცინო დაწესებულება (14 ამბულატორია);
  8. წალენჯიხა – 22 სამედიცინო დაწესებულება (18 ამბულატორია);
  9. ხობი – 16 სამედიცინო დაწესებულება (14 ამბულატორია);

ამბულატორიულ-პოლიკლინიკური ქსელი წარმოდგენილია 150 ამბულატორიით.

აბაშა    ზუგდიდი    მარტვილი    მესტია    სენაკი    ფოთი

ჩხოროწყუ    წალენჯიხა    ხობი

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2017 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222324252627
28
293031    

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო