სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიქალაქი ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ტრანსპორტი

დიდი ხნის განმავლობაში, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროების მოუწესრიგებლობა მნიშვნელოვნად აფერხებდა ბიზნესის და მთლიანად ეკონომიკის განვითარებას. უკანასკნელ პერიოდში, რეგიონში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტები. 

ქვეყნის ორი უმნიშვნელოვანესი პორტიდან ერთ-ერთი - ფოთის პორტი, რომელიც რეგიონში მდებარეობს, მის კომერციულ ცენტრს წარმოადგენს და ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის („ტრასეკა“) ფუნქციონირებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ფოთის პორტის წყალობით, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორს რეგიონში წარმოებულ დამატებულ ღირებულებაში მეორე ადგილი უკავია. ამ ეტაპზე, ფოთს აქვს წელიწადში 10 მლნ ტონა ტვირთბრუნვის შესაძლებლობა. პორტს აქვს როგორც საგზაო, ისე სარკინიგზო კავშირები. ფოთის პორტში განთავსებულია 15 სპეციალიზებული ნავსაყუდელი ნავთობპროდუქტების, სარკინიგზო ვაგონების, კონტეინერების, დიდი რაოდენობით მარცვლეულის, მალფუჭებადი პროდუქტების, სასუქის, ლითონების, მილებისა და სხვა ტვირთის ჩამოსატვირთად, აგრეთვე მგზავრების გადმოსაყვანად. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ტრასეკას“ პროგრამის ფარგლებში, ფოთის პორტი არის მრავალი მცირე საინვესტიციო პროექტების მიმღები. გარდა ამისა, ფოთის პორტი არის ევროკავშირის მიერ დაფინასებული პროექტის („Caucasus Optical Cable“) ბენეფიციარი, რომელიც რკინიგზის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოსაყენებლად, სამოქმედო უსაფრთხოებისა და საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფას თვალისწინებს. ეს პროექტი აკავშირებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ფოთის პორტსა და ბაქოს პორტს და სამხრეთით, თბილისის გავლით, ფოთის პორტსა და სომხეთის რესპუბლიკას. „ოპტიკური კაბელის პროექტი“ ემსახურება როგორც სარკინიგზო ოპერაციებს, ისე სატელეკომუნიკაციო მიზნებს. აღსანიშნავია რომ ფუნქციონირება დაიწყო  უკრაინის ილიჩევსკის პორტისა და ფოთის პორტის დამაკავშირებელმა საზღვაოსნო გზამაც.

სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე გადის რკინიგზის თბილისი-სენაკი-ფოთის, თბილისი-სენაკი-ზუგდიდი-ლესელიძის და თბილისი-სენაკი-ზუგდიდი-ჯვარის მონაკვეთები. სამეგრელო-ზემო სვანეთში ფუნქციონირებს მესტიის აეროპორტი.

 

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2017 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222324252627
28
293031    

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო