სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიქალაქი ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სოფლის მეურნეობა

სასოფლო-სამეურნეო მიწის რესურსი. სამეგრელო-ზემო სვანეთი ხასიათდება ძლიერ დანაწევრებული რელიეფით - დიდი შეფარდებითი სიმაღლეებითა და ღრმა ხეობებით (სამეგრელოს ჩრდილოეთი, ზემო სვანეთი) და გაშლილი ვაკით (რეგიონის სამხრეთი ნაწილი მდ. ენგურსა და მდ. ცხენისწყალს შორის). რეგიონის ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნების გამო, მისი ნიადაგური საფარი საკმაოდ ჭრელია და სხვადასხვა ტიპის ნიადაგებით არის 

წარმოდგენილი. რეგიონის სასოფლო-სამეურნეო სავარგულის ფართობი შეადგენს 268 ათას ჰა-ს. სოფლის კომლების აბსოლუტურ
უმრავლესობას საკუთრებაში 1,25 ჰა-ზე ნაკლები სავარგული აქვს. რეგიონის მდებარეობა განაპირობებს როგორც სამელიორაციო, ისე სარწყავი სისტემების საჭიროებას. აბაშის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე მიწების ფართობი შეადგენს 14,6 ათას ჰექტარს, საიდანაც რეაბილიტაციას 14 ათასი ჰა საჭიროებს. 1,9 ჰა მიწაა სარეაბილიტაციო ხობის, ხოლო 4,5 ათასი ჰა მიწა - სენაკის მუნიციპალიტეტში. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ურწყავი მიწების ფართობი 3 ათას ჰა-ს შეადგენს. რეგიონის ერთ-ერთი პრობლემაა აუთვისებელი სავარგულები - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და მიტოვებული გაბუჩქებულ-გაუხეშებულ-დასარევლიანებული ფართობები. აუთვისებელი ფართობები სულ შეადგენს 14,8 ათას ჰა-ს - მთლიანი სავარგულების 5,5%-ს. აქედან, დეგრადირებულია 5000 ჰა-ზე მეტი გაველურებული ჩაისა და ტუნგოს ფართობები. სახელმწიფო და დეგრადირებული სავარგულების ათვისება რეგიონის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების გაზრდის მნიშვნელოვან პოტენციალს შეიცავს.

 

2013-2016 წლებში განხორციელებული პროექტები

 

მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი

მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში სამეგრელოს რეგიონის ბენეფიციართათვის გამოყოფილი სარგებელი:

2016 წელს მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში სამეგრელოს რეგიონში 102,171 ფერმერისთვის გამოყოფილია 7,885,947 ლარის სარგებელი, საიდანაც 2016 წლის 19 ივლისის მდგომარეობით ათვისებულ იქნა  6,335,805 ლარის ღირებულების სარგებელი. დამუშავდა 36,339ჰა სასოფლო–სამეურნეო მიწის ფართობი.

2015 წელს აღნიშნული პროექტის ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში განისაზღვრა 101,235 ბენეფიციარი. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებმა მიიღეს 6,870,769ლარის ღირებულების სარგებელი. ჯამში დამუშავდა 37,202 ჰა სასოფლო–სამეურნეო მიწის ფართობი.

2014 წელს სამეგრელოს რეგიონში პროექტის ფარგლებში განისაზღვრა 100,256 ბენეფიციარი. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებმა მიიღეს 10,438,967 ლარის ღირებულების სარგებელი. ჯამში დამუშავდა 36,903 ჰა სასოფლო–სამეურნეო მიწის ფართობი.

2013 წელს საგაზაფხულო სამუშაოების პროექტში სამეგრელოს რეგიონში განისაზღვრა 97,568 ბენეფიციარი. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებმა მიიღეს  26,659,144 ლარის ღირებულების სარგებელი. ჯამში დამუშავდა 36,033 ჰა სასოფლო–სამეურნეო მიწის ფართობი.

 

შეღავათიანი აგრო-კრედიტის პროექტის ფარგლებში 2013-2016 წლებში გაცემული სესხები

შეღავათიანი აგრო-კრედიტის პროექტის ფარგლებში სამეგრელოში გაიცა:

  • საბრუნავი საშუალების მიზნობრიობით

2,990,700 ლარის ღირებულების 133 სესხი

199,911 დოლარის ღირებულების 3 სესხი

  • ძირითადი საშუალების მიზნობრიობით

10,002,043 ლარის ღირებულების 552 სესხი

25,647,215 დოლარის ღირებულების 135 სესხი

 

პროგრამა დანერგე მომავალში 2015 წ. დამტკიცებული პროექტები

სამეგრელოში პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულია 24პროექტი, რომლიდანაც  2 პროექტი ეხება სანერგე მეურნეობას. სააგენტოს დაფინანსების ოდენობამ შეადგინა 624,902 ლარი. ბაღების გასაშენებელი ფართობი შეადგენს 220ჰა-ს, ხოლო სანერგე მეურნეობების გასაშენებელი ფართობი შეადგენს 4 ჰა-ს.

 

აგრო დაზღვევის პროგრამა

სამეგრელოს რეგიონში 2014-2015 წწ. გაცემულია 1,773 პოლისი. დაზღვეულ იქნა   9,891,421ლარის ღირებულების სხვადასხვა კულტურა. სულ დაზღვეულია 1,571 ჰა მიწის ფართობი. ჯამში სააგენტოს სუბსიდიის თანხამ შეადგინა535,957ლარი.

სამეგრელოს რეგიონში 2016 წ. გაცემულია 2,904 პოლისი. დაზღვეულ იქნა   15,317,918ლარის ღირებულების სხვადასხვა კულტურა. სულ დაზღვეულია 2,478 ჰა მიწის ფართობი. ჯამში სააგენტოს სუბსიდიის თანხამ შეადგინა789,634ლარი.

 

სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოთა თანადაფინანსების პროექტი

სამეგრელოს რეგიონში დამტკიცებულია  9 პროექტი ჯამური საინვესტიციო ღირებულებით 6,364,181 აშშ დოლარი. სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა 2,444,240 აშშ დოლარი. ასევე, პროექტი ემსახურება სანედლეულო ბაზის განვითარებას.

 

ახალი და გაფართოებული საწარმოები

სამეგრელოს რეგიონში გაიხსნა 20 ახალი საწარმო და გაფართოვდა 36 საწარმო.

20 ახალი საწარმო (14 შეღავათიანი აგრო კრედიტი, 1 აწარმოე საქართველოში, 5 თანადაფინანსება)

სრული ინვესტიცია -  24,236,602 აშშ დოლარი საკუთარი წილი -  10,144,575 აშშ დოლარი შეღავათიანი აგრო კრედიტი -  12,690,021 აშშ დოლარი

გრანტი -  1,402,006 აშშ დოლარი

 

ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ ჩაის რეაბილიტაციის პროგრამის პირველი ეტაპის განხორციელება 2016 წლის თებერვლის თვიდან დაიწყო. პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს განაცხადების მიღების პროცესი.

პროექტის მიზანი:

საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია. მოსახლეობისდასაქმებადამათისოციალურ-ეკონომიკურიმდგომარეობისგაუმჯობესება; ჩაისპირველადიგადამამუშავებელითანამედროვესაწარმოებისშექმნისხელშეწყობა.http://apma.ge/projects/read/project_scope/12:parent(ინფორმაცია სრულად)

 

სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის უვნებლობის და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და ქმედითი ღონისძიებები ხორციელდება.

  • 2015 წლის იანვრიდან გამკაცრდა ღვინის კონტროლი, რომლის მიზანიც მომხმარებელთა ინტერესების და ქართული ბაზრის ფალსიფიკაციისგან დაცვაა.
  • 2015 წლის 1 ივლისიდან ძალაში შევიდა საქართველოს კანონი  გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან  წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირების შესახებ. ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, მომხმარებელს აქვს არჩევანის თავისუფლება და არის ინფორმირებული, სურსათი გენმოდიფიცირებულია თუ არა. ქვეყნის შიდა ბაზარს სურსათის ეროვნული სააგენტო აკონტროლებს საზღვარზე იმპორტს კი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
  • 2015 წლის 1 ივლისიდან ძალაში შევიდა თაფლის ტექნიკური რეგლამენტი. დოკუმენტი მიზნად ისახავს თაფლის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების  განსაზღვრას. „თაფლის ტექნიკური რეგლამენტი ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად შემუშავდა. 
  • 2015 წლის 1 აგვისტოდან ძალაში შევიდა რძის ტექნიკური რეგლამენტი. მთავრობისაღნიშნულირეგულაციისმიხედვით,  სურსათისეტიკეტზედასახელებარძე,  მშრალირძე (რძისფხვნილი), არაჟანი, მაწონი, ხაჭო, კარაქიდასხვაგამოყენებულიუნდაიყოსმხოლოდრძისნაწარმზე.
  • შემუშავდა ხორბლის ფქვილის ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ძალაში 2016 წლის პირველ იანვარს შევიდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო სამეგრელოს  რეგიონში ახორციელებს საქმიანობას სამი ძირითადი მიმართულებით - ვეტერინარია, ფიტოსანიტარია და სურსათის უვნებლობა.

 

სურსათის უვნებლობა

აქტიურად მიმდინარეობს სამომხმარებლო ბაზრის კონტროლი. მუდმივ რეჟიმში ხორციელდება სასწავლო დაწესებულებების, საბავშვო ბაღების კვების ბლოკების,  სასაკლაოების, რძისა და რძის პროდუქტების საწარმოების, საზოგადოებრივი კვებისა და ხორცის სარეალიზაციო ობიექტების კონტროლი.

2015  წელს ზუგდიდში აშენდა და გაიხსნა  სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისი . თანამედროვე სტანდარტების შენობა და აღჭურვილობა მოსახლეობას საშუალებას აძლევს ადგილზე მიიღოს სპეციალისტების მომსახურება.

  • ბიზნესოპერატორთა საიდენტიფიკაციო მონაცემების ელექტრონული რეესტრის სრულყოფის მიზნით 2015 წელს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემუშავდა პროგრამა, რომელშიც თავს მოიყრის სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების (მ.შ. სამეგრელო - ზემო სვანეთის სამმართველოს) მიერ „კარდაკარ“ პრინციპით მოპოვებული ინფორმაცია. დღეისათვის სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში უფლებამოსილი პირების მიერ „კარდაკარ“ პრინციპით დადგენილი, დაზუსტებული და ელექტრონულ რეესტრში შეტანილია 1959ბიზნესოპერატორის მონაცემები.

 

  • სურსათის ეროვნული სააგენტოსა და დონორი ორგანიზაციების მიერ მოეწყო შეხვედრები სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის სხვადასხვა სფეროს სურსათის ბიზნესოპერატორებთან (მეფრინველეობის მიმართულება, ცხოველთა სასაკლაოები, რძის სექტორი, ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელი ბიზნესოპერატორები, მეფუტკრე ფერმერები), რაც მომავალში ხელს შეუწყობს კერძო სექტორის პროფესიონალური ცნობიერების ამაღლებას და შედეგად უვნებელი სურსათის წარმოებას.
  • მნიშვნელოვნად გაძლიერდა რისკზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი. რეგიონში 1468 დოკუმენტური შემოწმება განხორციელდა. გაიცა 49 ვეტერინარული სერტიფიკატი. შემოწმდა 42 სკოლის და 12 საბავშვო ბაღის ბუფეტი. რძის ნაწარმის კონტროლის მიზნით განხორციელდა 327 შემოწმება.

დღეისათვის მიმდინარეობს:

  • სურსათის ბიზნესოპერატორების გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება;
  • 2015 წლის ნოემბერ-დეკემბერში ქვეყნის მასშტაბით (სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში) პირველად ხორციელდება ლაბორატორიული კვლევები ხორცპროდუქტებში ძვლის შემცველობის განსაზღვრის მიზნით.
  • სურსათის ეტიკეტირების კონტროლი.
  • მიკვლევადობის პროცედურების შემოწმება.
  • ვადაგასული სურსათის რეალიზაციის  ფაქტებისა და შენახვის არასათანადო პირობების გამოვლენა.
  • სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკების სახელმწიფო კონტროლი.
  • ვეტერინარული ზედამხედველობის დამადასტურებელი დოკუმენტის-ჯანმრთელობის ნიშანდების შემოწმება.

2016 წლიდან სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში დაგეგმილი აქტივობები:

განხორციელდება ლაბორატორიული კვლევები:

  • ცხოველური და არაცხოველური სურსათის კონტროლის მიზნით;
  • რძესა და რძის პროდუქტებში მცენარეული ცხიმების აღმოჩენის მიზნით;
  • სურსათში სალმონელას და  Listeria monocytogenes-ის აღმოჩენის მიზნით;
  • ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონტროლის მიზნით;  
  • სურსათში გმო-ს დეტექტირება;                                                                                                   
  • სასმელი წყლის კონტროლის მიზნით;
  • მცენარეულ სურსათში პესტიციდების შემცველობის განსაზღვრის მიზნით;
  • ცხოველური წარმოშობის სურსათში ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების კვლევის მიზნით;
  • თაფლში ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების კვლევის მიზნით.

 

პერმანენტულად მოწმდება:

  • სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკები;
  • სასმელი წყლის ხარისხი;
  • ვეტერინარული ზედამხედველობის დამადასტურებელი დოკუმენტის-ჯანმრთელობის ნიშანდების შემოწმება.
  • ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტები და შენახვის პირობები;

სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში 2016 წლის პირველ ნახევარში განხორციელებული აქტივობები

311 ინსპექტირება, მათ შორის:

-         გეგმური - 174 ბიზნესოპერატორთან.

-         არაგეგმური - (მ.შ აღიარება) - 13 ბიზნესოპერატორთან.

-         გაცემული რეკომენდაციების შესრულების შემოწმების მიზნით, გადამოწმდა 124 ბიზნესოპერატორი.

დოკუმენტური შემოწმება:

საანგარიშო პერიოდში განხორციელდა 673 ბიზნესოპერატორის დოკუმენტური შემოწმება, აქედან დარღვევა გამოვლინდა 67 შემთხვევაში.

 

დოკუმენტური შემოწმების დროს გამოვლენილ დარღვევებზე განხორციელდა შემდეგი ქმედებები:

  • ვადაგასული სურსათის გამოყენებისა და რეალიზაციის ფაქტების გამოვლენის შედეგად განადგურდა: ხორცი და ხორცპროდუქტები - 123,7 კგ; სხვა მყარი სურსათი - 78,3 კგ; თხევადი სურსათი - 47,9 ლ; სასურსათო კვერცხი - 93 ცალი;
  • ვადაგასული სურსათის რეალიზაციის გამოვლენის ფაქტთან დაკავშირებით შედგა 40  სამართალდარღვევის ოქმი.
  • ვეტერინარული მოწმობა ფორმა #2-ის გარეშე ხორცის რეალიზაციის გამო დაჯარიმდა 1 ბიზნესოპერატორი;
  • ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის ან/და ბიზნესოპერატორად აღიარების გარეშე პირის საქმიანობის ფაქტთან დაკავშირებით შედგენილი იქნა 3 სამართალდარღვევის ოქმი;
  • სურსათის ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტზე შედგენილი იქნა 22 სამართალდარღვევის ოქმი.
  • მავნე სურსათის ბაზარზე განთავსების გამო დაჯარიმდა 1  ბიზნესოპერატორი.

 

მონიტორინგი - ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა:

ქვეპროგრამა  „სურსათის  უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის“  2016 წლის გეგმის შესაბამისად, სათანადო წესით აღებულია სხვადასხვა დასახელების სურსათის 130ნიმუში/სინჯი, დარღვევა გამოვლინდა 11 ნიმუშში/სინჯში, კერძოდ:

  • სასმელი წყალი (მ.შ. დაფასოებული) - 23 სინჯი, დარღვევა გამოვლინდა 6 სინჯში;
  • ალკოჰოლური სასმელები - 21 ნიმუში, დარღვევა გამოვლინდა 2 ნიმუშში;
  • სურსათში Listeria monocytogenes-ის კვლევა - 14 ნიმუში, დარღვევა არ გამოვლენილა;
  • სურსათში E.coli O157-ის კვლევა - 6 ნიმუში, დარღვევა არ გამოვლენილა;
  • სურსათში სალმონელას კვლევა  - 35ნიმუში, დარღვევა არ გამოვლენილა;
  • სურსათში გმო-ს შემცველობის განსაზღვრა - 13ნიმუში, დარღვევა არ გამოვლენილა;
  • ხორცისა და ხორცპროდუქტების სახეობრივი კვლევა - 3 ნიმუში, დარღვევა არ გამოვლენილა;
  • რძესა და რძის პროდუქტებში მცენარეული ცხიმების აღმოჩენა - 15 ნიმუში, დარღვევა გამოვლინდა 3 ნიმუშში.

 

ლაბორატორიულიკვლევებისასგამოვლენილდარღვევებზე სურსათის ეროვნული სააგენტოსმიერგანხორციელებული  ღონისძიებები:

  • რძესა და რძის პროდუქტებში მცენარეული ცხიმების აღმოჩენის შემთხვევაში ბიზნესოპერატორსდაევალაბაზრიდანსურსათისგამოთხოვა და დაჯარიმდა ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო 3 ბიზნესოპერატორი.
  • სასმელიწყლისხარისხის„სასმელიწყლისტექნიკურირეგლამენტთან“  შეუსაბამობისშემთხვევებში (აღებულია სასმელიწყლის 23 სინჯი, დარღვევაგამოვლინდა 6 სინჯში) შესაბამისუწყებებში (წყლისმწარმოებლები, ადგილობრივიმუნიციპალიტეტები) გაიგზავნა სარეკომენდაციოწერილები.

სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლი ცხოველთა სასაკლაოებში:

  • რეგიონში მოქმედ ცხოველთა სასაკლაოებშივეტერინარული ზედამხედველობა განხორციელდა 8 586 ცხოველის დაკვლაზე, რაზედაც სულ გაიცა 8 187 ვეტერინარული მოწმობა №2.
  • საქართველოდან ექსპორტირებულ ცხოველური წარმოშობის სურსათზე გაიცა 25 ვეტერინარული სერტიფიკატი.

 

ვეტერინარია

 მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა ცხოველთა ჯანმრთელობის და  ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის  უზრუნველყოფის მიზნით. ყოველწლიურად ტარდება მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის პროფილაქტიკური და იძულებითი  ვაქცინაცია ისეთ დაავადებებზე, როგორებიცაა თურქული, ჯილეხი, ცოფი.

  • 2014 წელს დაიწყო და ახლაც გრძელდება ბრუცელოზის მასშტაბური სერომონიტორინგი (სისხლის ნიმუშების აღება) ორგანიზებულად ფერმებში. ბრუცელოზთან ბრძოლის მიზნით ცხოველთა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტების მონაწილეობით შემუშავდა „ბრუცელოზთან ბრძოლის მრავალწლიანი სტრატეგია“, რომელიც რიგ კომპლექსურ ღონისძიებებს ითვალისწინებს.

2012-2015 წლებში ცხოველთა იდენტიფიკაცია რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში,  რეგიონში იდენტიფიცირებულია - 268,300 სული მსხვილფეხა პირუტყვი. 2015 წელს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირდა - 60,592 სული იდენტიფიცირებული მსხვილფეხა საქონელი.

გრძელდება ცხოველთა იდენტიფიკაცია - რეგისტრაციის პროცესი. სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონში  დაგეგმილია 70 193 სული საქონლის იდენტიფიკაცია. დღეის მდგომარეობით, იდენტიფიცირებულია 63 630 სული საქონელი (90,6 %). მათ შორის: 52 088 სული მსხვილფეხა და 11 542 წვრილფეხა საქონელი.

               

67

 

2016 წ. I ნახევარში დაავადება თურქულზე ვაქცინირებულია 121987სული მსხვილფეხა და 10 649  წვრილფეხა პირუტყვი.  ჯილეხზე - 27944 სული მსხვილფეხა, 1533სული  წვრილფეხა და 104 სული კენტჩლიქიანი პირუტყვი.

დაგეგმილია 57 320 სულიშინაური ხორცისმჭამელი ცხოველების (ძაღლი/კატა) ცოფის პროფილაქტიკური  ვაქცინაცია. დღეის მდგომარეობით ვაქცინირებულია 23544 სული ძაღლი/კატა.  ბრუცელოზზე კვლევა  (სერომონიტორინგი) -  ჩაუტარდა 3 878 სულს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შემოწმდა 22 კონტროლქვემდებარე ობიექტი (აფთიაქი).

ხარისხის კონტროლის მიზნით აღებულია 18 ვეტერინარული პრეპარატის ნიმუში (ლაბორატორიული კვლევის შედეგად დარღვევა არ გამოვლენილა).

 

ფიტოსანიტარია

სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ყოველწლიურ ღონისძიებებს ამერიკული თეთრი პეპლის  წინააღმდეგ, რის შედეგადაც მინიმუმამდე მცირდება აღნიშნული მავნებლის საზიანო ზემოქმედება სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე და მთლიანად მწვანე საფარზე.

2012-2015 წლებში მიზნობრივი ქვეპროგრამის – „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში განსაკუთრებით საშიში მავნებლების, ასევე ტრანსმისიური დაავადებების გადამტანების (კოღო) წინააღმდეგ სააგენტოს ძალებით განხორციელდა მასშტაბური ღონისძიებები. მავნებლების გავრცელების კერებში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, დამუშავებულ ფართობებზე შენარჩუნდა მოსავალი და მწვანე საფარი.

  • 2012 წელს ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ დამუშავდა 23040ჰექტარი, 2013 წელს  80 - ჰექტარი, 2014 წელს - 240 ჰექტარი, 2015 წელს 210 ჰექტარი.
  • 2015 წელს კოღოების წინააღმდეგ დამუშავდა 1166 ჰექტარი, მათ შორის 336 ჰექტარი დამუშავდა ბიოლოგიური პრეპარატის გამოყენებით.

 

მიმდინარე წლის ივნისში სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ სამეგრელოში თხილის მავნებელ-დაავადებების მონიტორინგის მიზნით.  ფერმერებს გაეწიათ კონსულტაცია.

 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო

სამეგრელოს   რეგიონში  124სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული.

ზუგდიდის  მუნიციპალიტეტში - 25, აბაშის მუნიციპალიტეტში - 17, ხობის  მუნიციპალიტეტში - 9, სენაკის მუნიციპალიტეტში -10, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში - 9, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში - 28,  მესტიის მუნიციპალიტეტში - 14, მარტვილის მუნიციპალიტეტში - 12.

სამეგრელოს  რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობის ძირითადი დარგებია: მეცხოველეობა, მეფუტკრეობა,მებოსტნეობა, მემარცვლეობა,მეციტრუსეობა და მეთხილეობა.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მცირე გაბარიტიანი აგროტექნიკით აღჭურვის პროგრამის ფარგლებში სამეგრელოს   რეგიონში 55  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე გაცემულია 112აგროკომპლექტი და 8 ხელის სათესი.

სამეგრელოს  რეგიონის მუნიციპალიტეტებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე გაცემული აგროკომპლექტები:

  • სენაკის მუნიციპალიტეტში 6  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისთვის 12 აგროკომპლექტი;
  • ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტში 7  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისთვის 13 აგროკომპლექტი და 2 ხელის სათესი;
  • ზუგდიდის  მუნიციპალიტეტში 12  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისთვის 29აგროკომპლექტი და 1 ხელის სათესი; 
  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 5  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისთვის 16აგროკომპლექტი და 5 ხელის სათესი;
  • აბაშის  მუნიციპალიტეტში  12სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისთვის 21აგროკომპლექტი;
  • ხობის მუნიციპალიტეტში 4 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისთვის 8 აგროკომპლექტი;
  • მესტიის მუნიციპალიტეტში 6სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისთვის 10 აგროკომპლექტი;
  • მარტვილის მუნიციპალიტეტში 3 სასოფლო კოოპერატივისათვის 3 აგროკომპლექტი;
  •  

 „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 9სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე  გაიცა 825 სკა და  1 კოოპერატივს 1 ერთეული თაფლის საწური (ციბრუტი), 1 კოოპერატივს ჯამურად 2200 ლიტრის მოცულობის თაფლის  შესანახი ავზები უახლოეს პერიოდში გადაეცემა.

 

"თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის გზით" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მოეწყო საწარმოო ინფრასრუქტურა, რომელიც ყოველდღიურად 24 ტონამდე ნაჭუჭიანი თხილის გამოშრობისა და  ერთდროულად 500  ტონამდე თხილის შენახვის  საშუალებას  იძლევა.აღნიშნული ინფრასტრუქტურა იჯარით წელიწადში 1 ლარად გადაეცა  კოოპერატივს „ დარჩელის თხილი“ რომელშიც გაერთიანებულია 599მეპაიე.  2015 წელს კოოპერატივმა გადაამუშავა ( გაშრობა-შენახვა)  47 ტონა თხილი.  Oxfam-ის მიერ მიღებული აქვს გრანტი (85 387ლარი)  სრული საწარმოოო აღჭურვილობის შესაძენად. (აღჭურვილობა შედგება: თხილის კალიბრატორი, სამტვრევი, თხილის გულის კალიბრატორი, თხილის სარჩევი მაგიდები

 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მნიშვნელობა:

სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. 2013 წლის 12 ივლისს ძალაში შევიდა საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“.

ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერების მიერ კოოპერატივების შექმნის სტიმულირება ხელს შეუწყობს ფერმერთა ძლიერი ფენის ჩამოყალიბებას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას, ადგილობრივი პროდუქციის წარმოების წახალისებასა და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდას.

 

 საქართველოს მელიორაცია

2012 წლიდანდღემდესამეგრელო-ზემოსვანეთის    რეგიონშიდასრულდასამელიორაციოინფრასტრუქტურის 21 სარეაბილიტაციო   პროექტი, ჯამურიღირბულებით 4 982 833 ლარი. რეაბილიტაციისპროგრამისფარგლებშიაღდგენითისამუშაოებიჩაუტარდა 412 კმ. სადრენაჟეარხს, 1 სათავენაგებობასდა 1 სატუმბსსადგურს.

მასშტაბურისამუშაოებიჩატარდა, ასევე, ტექნიკურიექსპლუატაციისფარგლებში -  2013-2016 წლებშისამეგრელო-ზემოსვანეთისრეგიონშიგაიწმინდადამოწესრიგდა 371 კმსადრენაჟეარხი.  სულსარემონტოსამუშაოებიჩაუტარდა 192 ერთეულსხვადსხვაჰიდროტექნიკურნაგებობას.

2016 წლისათვის, სამეგრელო-ზემოსვანეთისრეგიონშიდამშრალიმიწისფართობი 16 540  ჰექტრამდეგაიზარდა.

დღეისათვისრეგიონშიმიმდინარეობსსამელიორაციო  ინფრასტრუქტურის          2936 950 ლარისღირებულების 4 სარეაბილიტაციოპროექტი, რომლისდასრულებისშემდეგდრენირებულიფართობი 1 550  ჰექტრითგაიზრდება.

სარეაბილიტაციოსამუშაოებისგეგმისპროექტით2016 წელსრეგიონშიგათვალისწინებულია 3 სარეაბილიტაციოპროექტისდაწყებაჯამურისავარაუდოღირებულებით 1 018 852ლარი.  აღნიშნულიპროექტებისდასრულებისშემდეგ, დრენირებულიმიწისფართობირეგიონში 1 184  ჰექტრითგაიზრდება.

 

 სოფლის მეურნეობის ლაბორატორია

განხორციელებულიდა  მიმდინარე  ღონისძიებები

2013 წლიდან  სსიპ „საქართველოსსოფლისმეურნეობისსამინისტროსლაბორატორია“ ინტენსიურადმუშაობს  რეგიონულდონეზელაბორატორიულიკვლევებისსპექტრისგაფართოებაზე, ახალიმეთოდებისვალიდაციასა  დააკრედიტაციისსფეროშიდამატებაზე;

  • სოფლის  მეურნეობის  სამინისტროს  ზუგდიდისრეგიონულილაბორატორიაცხოველთადაავადებებისადასურსათისკვლევებსახორციელებს.
  • 2015 წლისზაფხულში  ზუგდიდისლაბორატორიაში  დაინერგასურსათისადაწყლისროგორცმიკრობიოლოგიური, ასევეფიზიკურ–ქიმიურიკვლევები;
  • მააკრედიტებელიორგანოს -ANAB-ისმიერ - 2016 წლისიანვარშიგანხორციელებულივიზიტისდროს,  ზუგდიდისლაბორატორიამსაერთაშორისო აკრედიტაცია გაიარა ;

2014 წელს განხორციელდა:

  • ლაბორატორიის პერსონალის სწავლება სურსათის და  ცხოველთა საკვების უვნებლობისა და საკვებად ვარგისიანობის დასადგენად მიკრობიოლოგიური და ფიზიკურ-ქიმიური კვლევის მეთოდებით;
  • ლაბორატორიის პერსონალის სწავლება სასმელი წყლის და უალკოჰოლო სასმელების (მათ შორის დაფასოებული) უვნებლობისა და სასმელად ვარგისიანობის დასადგენად მიკრობიოლოგიური და ფიზიკურ-ქიმიური კვლევების მეთოდებით;

2015  წელს განხორციელდა:

  • ლაბორატორიის პერსონალის სწავლება სურსათის და  ცხოველთა საკვების უვნებლობისა და საკვებად ვარგისიანობის დასადგენად ფიზიკურ-ქიმიური კვლევის მეთოდებით;
  • ლაბორატორიის პერსონალის სწავლება სასმელი წყლის და უალკოჰოლო სასმელების (მათ შორის დაფასოებული) უვნებლობისა და სასმელად ვარგისიანობის დასადგენად მიკრობიოლოგიური კვლევების მეთოდებით;
  • საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანოს (The ANSI-ASQ National Accreditation Board) ANAB-ის ექპერტების სამონიტორინგო ვიზიტი, შედეგად 2016 წლის ბოლომდე კვლევების სააკრედიტაციო სფერო გაფართოვდება 10-მდე მეთოდით.

 

დაგეგმილი  ღონისძიებები

  • გაეროსსურსათისადასოფლისმეურნეობისორგანიზაციის (FAO)  პროექტის - სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარება - ფარგლებში  ზუგდიდისლაბორატორიას  კვლევისათვისსაჭიროაპარატურასადარეაქტივებსგადასცემს.

ლაბორატორიაშიშესაძლებელიხდება  თხილისნაყოფისროგორცმიკრობიოლოგიური, ასევექიმიურმახასიათებლებზეკვლევა.

აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს თხილისწარმოების, გადამუშავებისადარეალიზაციისერთიანიციკლისშექმნას, თხილისთვითღირებულებისშემცირებასდასაექსპორტოპოტენციალისზრდას.

აღნიშნული პროექტის შედეგად,  გამარტივებულისერვისისშეთავაზება. მწარმოებლების, მიზნობრივიჯგუფისკოოპერატივებისწევრებისათვისდადაინტერესებულიპირებისათვისთხილისკვლევამოხდებაადგილობრივდონეზე.

მიმდინარე წელს

  • ჩატარდებასაინფორმაციოშეხვედრებიპოტენციურმწარმოებლებთან;
  • აქტიურადმოხდება  დანერგილიმეთოდებისშესახებ   ინფორმაციის  მიწოდებასასოფლო-სამეურნეოკოოპერატივებისწარმომადგენლებისადაბიზნესოპერატორებისთვის;
  • კომპეტენციისფარგლებში, მოახდებასაკონსულტაციომომსახურების გაწევა.

 

სოფლის მეურნეობის  სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

ერთწლოვანი კულტურების შესწავლა-გამოცდის მიზნით აღნიშნულ პერიოდში განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:

  • სოფ. აბაშა -  ახალი ჯიშების UPOV-ის დებულების მიხედვით გამოცდის მიზნით ჯიშთა გამოცდის სანერგეში დაითესა საშემოდგომო ხობლის 55, ქერის 3, ჭვავის 2, ტრიტიკილეს 1 ჯიში; განხორციელდა: ნაკვეთების მონიტორინგი საგაზაფხულო სამუშაოებისათვის; მათი ფენოლოგიური დაკვირვება   და შედეგების აღრიცხვა; განხორციელდა მცენარეთა დაავადებების აღრიცხვა და იმუნური ფორმების გამორჩევა; ნათესებში მღრღნელების საწინააღმდეგო პრეპარატისა და ამონიუმის გვარჯილის შეტანა; ნათესების გამოკვება; მზადება მოსავლისათვის;
  • ნიადაგურ - კლიმატურ პირობებთან ადაპტაციის, ბიოქიმიური და კომერციული მაჩვენებლების შესწავლის მიზნით,  ცენტრის მიერ, ადგილობრივი და ინტროდუქცირებული მარცვლოვანი, პარკოსანი და ტექნიკური კულტურების მინდვრის სტაციონალური ცდების დანაყოფებზე გამოსაცდელად დაითესა  40-45 ჯიში, პერსპექტიული ფორმა და  ჯიშ-პოპულაცია.
  • "თხილის  წარმოებისმხარდაჭერისპროგრამის'”ფარგლებშისსიპ სამეცნიერო-კვლევითიცენტრისმიერგასულ წელს (აგვისტო) განხორციელებული ექსტენციის პროგრამა - თხილისმწარმოებელიფერმერებისცოდნისამაღლებისადატექნოლოგიებისტრანსფერის  სასწავლოკურსებიდატრენინგები. კერძოდ: სამეგრელოს საკონსულტაციო-საინფორმაციო  სამსახურისადაფერმერებისათვისტრეინინგები  დასემინარები თემატიკით:თხილისბაღებისგაშენება;მოსავლისაღებადა  პირველადისასაქონლოდამუშავება; თხილისბაღში  ჩასატარებელი  ძირითადიაგროტექნიკურიღონისძიებები;თხილისჯიშები, სარგავიმასალისწარმოება; მცენარეთადაცვა;
  • ექსპედიცია სამეგრელოსა და ხონის რაიონებში; მიზანი: თხილის ბაღების დათვალიერება, ადგილობრივ ფერმერებთან სწავლება-კონსულტაციები,  თხილის ბაღებში არსებული ფიტოსანიტარული მდგომარეობა, გამომწვევი მიზეზების დადგენა და აგროტექნიკური ღონისძიებების და სხვა.

საქართველოსმიწისფონდისშესწავლანიადაგისნაყოფიერებისაღდგენა-გაუმჯობესებისმიზნით: 

  • სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა რეგიონში საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებზე შეისწავლა 25 ნიადაგის ნიმუში, ასევე მჟავე ნიადაგების გასაუმჯობესებლად ბუნებრივი აგრომადნის მერგელის (ტკილის) გამოყენების ეფექტურობის შესწავლის მიზნით ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტში მოეწყო ცდა  თხილისა და სიმინდის კულტურების ქვეშ;

 

 

2016 წელს დასრულდება მუხურის მეფუტკრეობის სამეცნიერო-კვლევითი ბაზის აღდგენითი სამუშაოები.

გასულ და მიმდინარე წლებში:

ექსპედიცია  - ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში.

მიზანი: მეგრული პოპულაციის გავრცელების ტრადიციულ არეალში  საფუტკრეების მასობრივი შემოწმება და მოძიება  6 შედარებით სუფთად შემონახული კერძო საფუტკრე;

შედეგი: სულ - ორივე მუნიციპალიტეტში შემოწმდა 359 ფ/ოჯახი და გამოირჩა - 57 ფ/ოჯახი. აღნიშნული ნიმუშები შესაბამისი მეთოდიკის საფუძველზე მოთავსდა  70 % ეთილის სპირტში და ტრანსპორტირებულ იქნა თბილისში ლაბორატორიულ პირობებში ექსტერიერული კვლევისათვის, რის საფუძველზეც დადგინდება შეესაბამება თუ არა მოძიებული ფ/ოჯახები ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაციისათვის დამახასიათებელ ჯიშურ მაჩვენებლებს.

ექსტერიერული კვლევის შედეგებიდან  შეირჩა 28 ფ/ოჯახი, რომელიც პასუხობს ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაციისათვის დამახასიათებელ სტანდარტს; ხოლო შემდგომი შესწავლისა და დაგეგმილი სელექციური სამუშაოებისათვის გამოირჩა და შესყიდულ იქნა მათ შორის საუკეთესო ბიოლოგიური-სამეურნეო მაჩვენებლების 15 ფუტკრის ოჯახები, რომელიც განლაგდა იზოლირებულ ტერიტორიაზე. შედეგად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში განთავსდა ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაციის გადარჩეული 15 ოჯახი, რომლიდანაც შექმნილია სანაშენე ბირთვი.

 

,,საქართველოში გავრცელებული შინაური ცხოველების, ფრინველების, თევზების და სამეურნეო-სასარგებლო მწერების ადგილობრი ვიჯიშების და პოპულაციების აღდგენა-გაუმჯობესება და გენეტიკური ბანკის შექმნის მიზნით მოეწყო:

  • ექსპედიცია  - ხობის,  ჩხოროწყუს და წალენჯიხის რაიონებში. მიზანი: “მეგრული წითელი საქონლის”კვლევა. შედეგი: შესწავლილი და დათვალიერებული იქნა  ადგილობრივი ნახირი;ჩატარებული კვლევებისა და ზოოტექნიკური შეფასების შედეგად მოძიებულ და დადგენილ იქნა ტიპიური ინდივიდები, რომლებიც ბინადრობენ, როგორც ხობის, ასევე   ჩხოროწყუს და წალენჯიხის რაიონების ფერმერულ მეურნეობებსი. კერძოდ, შესწავლილ იქნა 453 სული საქონელი და მათი გარეგნული ნიშნებისა და ფენოტიპური გამოკვლევის შედეგად მოძიებულ იქნა მეგრულ წითელი ჯიშის 64 სული. ხობის მუნიციპალიტეტის ზამთრის საძოვრებზე მოძიებულია ძროხის მეგრული წითელი ჯიშის 53 ტიპიური ეგზემპლიარი.
  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფ. ნაკიანში მოძიებულია მეგრული თხის ჯიშის ტიპიური ინდივიდები.
  • ჰელმინთოზურ დაავადებათა გავრცელების შესწავლის მიზნით მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტების სოფლებში კოპროლოგიურად გამოკვლეულია 202 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. გამოვლინდა ექვსი ჰელმინთოზური დაავადება, რომელთაგანაც რეგიონში უპირატესად გავრცელებულია პარამფისტომოზი (70.3%) და ფასციოლოზი (26.2%). ფერმერებს მიეცათ რეკომენდაციები.
  • მიმდინარეობს საქართველოში გავრცელებული, გადაშენების ზღვარზე მყოფი სასოფლო-სამეურნეო ცხოველების, ფრინველების, თევზებისა და სამეურნეო სასარგებლო მწერების (ფუტკარი, აბრეშუმხვევია და სხვ.) ადგილობრივი ჯიშისა და პოპულაციების აღდგენა-მოშენება, გენოფონდის მოძიება, სამეცნიერო კვლევების ჩატარების მოცულობით ტიპიური სულადობის გადარჩევა, მათი კომერციული და ბიოლოგიური ნიშან-თვისებების გაუმჯობესება, საინფორმაციო და გენეტიკური ბანკის შექმნა.
  • რეგიონში განხორციელდა სამეცნიერო ექსპედიციები.  მიზანი: ყველა სახის ცხოველის, ფრინველის, თევზისა და კომერციულად სასარგებლო მწერების მოძიება, აღწერა და მათთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების მატარებელი სულადობის შერჩევა.
  • შესწავლილ და გამოვლენილ იქნება ძროხის ადგილობრივი ჯიშების პოპულაციებიდან ტიპიური საბუღეები, რომლებზედაც ჩატარდება სამეცნიერო-კვლევები, მოხდება მათი გამოზრდა და აღწარმოების პოტენციალის დადგენა.
  • მომზადდა თემატური 33 დასახელებისბროშურები/ბუკლეტები; შეხვედრები გაიმართა ადგილობრივ ფერმერებთან და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებთან,  მათთვის საინტერესო საკითხებზე; მოეწყო სემინარები;

 

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2017 >
MonTueWedThuFriSatSun
1234567
891011121314
15161718192021
222324252627
28
293031    

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო