სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიქალაქი ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ბიზნეს სექტორი

ბიზნესის რეგისტრის ოფიციალური მონაცემებით, რეგიონში აღირიცხება 41,7 ათასი სუბიექტი, რაც ქვეყანაში რეგისტრირებულ სუბიექტთა მთლიანი რაოდენობის 10,5 პროცენტს შეადგენს, ხოლო რეგიონებს შორის რეგისტრირებული სუბიექტების რაოდენობით მხოლოდ თბილისსა და იმერეთს ჩამორჩება. მათი აბსოლუტური უმრავლესობა მცირე და საშუალო საწარმოებია. მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი ინდივიდუალური მეწარმეები - 33,6 ათასი. შემდეგ მოდის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები - 5,1 ათასი, კოოპერატივი - 828, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება - 356, სააქციო საზოგადოება - 255, არაკომერციული იურიდიული პირები - 1173.

 

რეგიონში ბიზნესსექტორის განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს: მისი სტრატეგიული მდებარეობა და განსაკუთრებული სატრანზიტო ფუნქცია - მის ტერიტორიაზე ერთის მხრივ, ევროპისა და აზიის ქვეყნების, ხოლო მეორეს მხრივ, საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ რეგიონების დამაკავშირებელი ფოთის პორტის არსებობა. უკანასკნელ წლებში, რეგიონში მნიშვნელოვნად განვითარდა საბანკო სექტორი. ყველა თვითმმართველ ერთეულში ფუნქციონირებს კომერციული ბანკების ფილიალები და მომსახურების ცენტრები. გაიზარდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობაც. რეგიონში ფუნქციონირებს რამდენიმე აუდიტორული ფირმა,  ხოლო ზუგდიდსა და ფოთში ფუნქციონირებს ქვეყანაში მოქმედი თითქმის ყველა სადაზღვევო კომპანიის ფილიალი.

უკანასკნელი წლების მანძილზე, შეიმჩნევა დადებითი ტენდენციები გადამამუშავებელი და ექსპორტზე ორიენტირებული ცალკეული წარმოებების (მაგ. თხილის წარმოება და გადამუშავება ბოლო ათი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად და განუხრელად იზრდება) განვითარების კუთხით. განვითარების ტენდენციები შეიმჩნევა მომსახურების სფეროშიც, შედარებით მოწესრიგდა სავაჭრო ობიექტები და სხვ.

 

  • სავაჭროცენტრისოფელ რუხში

2015 წელს დასრულდა სოფელ რუხში, სამეგრელო მულტიფუნქციურისავაჭროცენტრისმშენებლობა. პროექტი განხორციელდა საპარტნიორო ფონდის დაფინანსებით. მთლიანმა საინვესტიციო მოცულობამ შეადგინა 8 მლნ აშშ დოლარი.

  • ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება

ნავსადგური აშენდება 9 ეტაპად და საბოლოოდ მისი გამტარუნარიანობა მიაღწევს 100 მილიონ ტონა ტვირთს. პროექტის ჯამური ღირებულება 2,5 მლრდაშშ დოლარია, აქედან პირველ ფაზაში განხორციელდება 586მილიონიაშშ დოლარის ინვესტიცია. პროექტი ითვალისწინებს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნას პორტის მიმდებარედ. პროექტს ანხორციელებს ქართულ-ამერიკული კომპანია - შპს ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“.

  • მდინარე ნენსკრაზე (ზემო სვანეთი)ჰიდროელექტროსადგურისმშენებლობა

2015 წელს ზემო სვანეთში მდინარე ნენსკრაზე დაიწყო საინვესტიციო პროექტის განხორციელება რომლის ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ინვესტიციას ანხორციელებს კორეული კომპანია Korea Water Resources Corporation (K Water) და საპარტნიორო ფონდი.  პროექტის განვითარება დასრულდება 2021 წელს.

  • მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობა ანაკლიაში

კომპანია Next League PVT ახორციელებს სასტუმროს მშენებლობას ანაკლიის თავისუფალ ტურისტულ ზონაში. პროექტის საინვესტიციო მოცულობა შეადგენს დაახლოებით 10 მლნ აშშ დოლარს. მშენებლობის დასრულება იგეგმება 2017 წელს.

  • მაღალი კლასის სასტუმრო განმუხურში

თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით განმუხურში მაღალი კლასის სასტუმრო აშენდება. პროექტის ჯამურისაინვესტიციომოცულობა შეადგენს 40 მლნაშშდოლარს. მშენებლობა დასრულება 2018 წელს.

ლაივ კამერაInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< September 2017 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
1819
20
21222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო