სამეგრელო _ ზემო - სვანეთის რეგიონი - მხარე დასავლეთ საქართველოში : რეგიონი მოიცავს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთსა და კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურის , რიონის , ცხენისწყლის და კოდორის ზემო წელს .
რეგიონში გაერთიანებულია შემდეგი ადმინისტრაციულ - ტერიტორიული ერთეულები : აბაშის , ზუგდიდის , მარტვილის , მესტიის , სენაკის , ჩხოროწყუს , წალენჯიხისა ( დაბა ჯვარი ) და ხობის რაიონები . ქალაქი ფოთი .
ადრინდელი საუკუნეებიდან ორი გეოგრაფიული მეზობელი და ლანდშაფტურად განსხვავებული მხარე – კოლხეთი და სვანეთი , ( იმდროინდელი კოლხეთის სამეფოსა და სვანეთის გეოგრაფიული და ტერიტორიული ნაწილები ) ადრინდელ საუკუნეებში ერთი ერთი სამეფოს შემადგენელი ნაწილია , ძველი წელთაღრიცხვის IV-III საუკუნეებში ( ძველი ქართული წყაროებით - ეგრისი ) ჯერ კოლხეთის სამეფოდ იწოდება , რომლის ეთნიკური სახელწოდება - " კოლხი " პირველად ძველ ანტიკურ და ბიზანტიურ წყაროებში იხსენიება. აღნიშნული კულტურის შემქმნელ კოლხურ ტომთა გაერთიანების ძლიერების ხანა აირეკლა არგონავტთა ლაშქრობის შესახებ ძველ ბერძნულ თქმულებებში ( თქმულება არგონავტების შესახებ ). ადრინდელ საუკუნეებში სვანეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილია , შემდეგ კი ეგრისის სამეფოსი . სვანეთი XI-XV საუკუნეებში საქართველოს ფეოდალური სახელმწიფოს ერთ - ერთი საერისთავოა.
შავიზღვისპირეთის კოლხურ ტომთა გაერთიანება ძვ . წელთაღრიცხვის I ათასწლეულის დასაწყისში უკვე სახელმწიფოდ არის ჩამოყალიბებული და ძვ . წელთაღრიცხვის VII საუკუნის ურარტულ წყაროებში იხსენიება , როგორც კოლხას სამეფო , ხოლო ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნის 20- იანი წლებიდან ისტორიულ წყაროებში კოლხას სამეფო მთელ ანტიკურ სამყაროში ფართოდ არის ცნობილი , რომელსაც ჰეროდოტე ახლო აღმოსავლეთის დიდი მონარქიების მიდიისა და აქემენიდური ირანის გვერდით იხსენიებს . აღნიშნულ წლებში სახელმწიფოს სათავეში დგას მეფე - ძველი ბერძენ მწერალთა ცნობით , აიეტიდების დინასტიის წარმომადგენელი ( კოლხეთის ლეგენდარული მეფის აიეტის შთამომავალი ).
ძვ . წელთაღრიცხვის IV-IIIU საუკუნეებში კოლხეთის სამეფო თანდათანობით დასუსტდა , ხოლო ძვ . წელთაღრიცხვის II-I საუკუნეების მიჯნაზე კოლხეთი დაიპყრო პონტოს მეფემ მითრიდატე VI ევპატორმა და კოლხეთის ოლქების უმეტესობა რომის იმპერიის პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ მოექცა .
პირველი ქრისტიანობის მქადაგებლები დასავლეთ საქართველოში იყვნენ ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი (I ს .). დასავლეთ საქართველოში ქრისტიანობის პირველი საუკუნეებიდან მომძლავრებას ადასტურებს ის ფაქტი , რომ უკვე ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრებას (325 წელს ) ესწრებოდნენ ტრაპიზონის ეპისკოპოსი დომნუსი და ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე .
სამეგრელოსა და სვანეთის რეგიონებმა ჩვენი წელთაღრიცხვის სხვადასხვა პერიოდებში სხვადასხვა სახელმწიფოებრივი სტატუსებით გარკვეული წვლილი შეიტანეს ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში , რისი დამადასტურებელია უცხოური თუ ქართული ისტორიული წყაროები და ის უძველესი კულტურისა და არქიტექტურის ნიმუშები , რომელიც დღემდე შემონახულია . |