მუზეუმები :
რეგიონში ფუნქციონირებს სამი სახელმწიფო მნიშვნელობის მუზეუმი
- ციხე - ქალაქ არქეოპოლისთან მდებარე მუზეუმი სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევში , სადაც ინახება არქეოლოგიური გათხრებიდან მოპოვებული საინტერესო მასალები , როგორც ადგილობრივი წარმოშობის , ასევე უცხოურებიც , მ . შ . IV – VII საუკუნის ამფორები , როგორც ადგილობრივი , ასევე შემოტანილი კერამიკული ნაწარმი , ბრინჯაოს სამაჯურები , მძივები და მონეტები . სამარხებში ნაპოვნი ხელოვნების იშვიათი ნიმუშები ელინისტური კანთარისი , შავლაკიანი კერამიკული სასმისი , აღსანიშნავია ბიზანტიელი იმპერატორის მავრიკიოსის (582-622) სახელით მოჭრილი 23 ოქროს მონეტის განძი .
- ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ - არქიტექტურული მუზეუმი , სადაც ინახება მსოფლიო მნიშვნელობის სამუზეუმო ექსპონატები და მართლმადიდებლური სიწმინდეები . მუზეუმის გარშემო მდებარეობს სამეგრელოს მთავარ დადიანთა მიერ გაშენებული ტყე - პარკი 67 ჰექტარზე , სადაც ხარობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი ხეების უნიკალური და მრავალწლიანი ხეები და ბუჩქები .
დადიანების სასახლეთა ისტორიულ - არქიტექტურული მუზეუმი სამეგრელოს სასახლე - კომპლექსშია მოთავსებული ( დედოფლის სასახლე , ნიკოსეული სასახლე , მთავრისეული ტაძარი და სასახლესთან არსებული დეკორატიული ბაღი ).
დედოფლისეული სასახლე XIX ს - ის 60- იან წლებშია გადაკეთებული გერმანელი არქიტექტორის რაისის მიერ , მანამდე ის სამეგრელოს მთავრის დავითის დის , პუპის სასახლე იყო . რაისმა II სართულის თაღები დააშენა და ფართო ფლიგელები მიუშენა . ნიკოსეული სასახლე XIX ს - ის 80- იან წლებშია აგებული რუსი არქიტექტორის ლეონიდ ვასილიევის მიერ . რეზიდენცია ორსართულიანია , ამშვენებს ქვის აივანი და საქართველოში ყველაზე დიდი სამეჯლისო დარბაზი .
მუზეუმი დაარსდა 1921 წლის აპრილში სამეგრელოს მთავრის დავით ლევანის ძე დადიანის ძველ ნივთთა საცავ - საგანძურისა და სამეგრელოს ეკლესია - მონასტრებიდან გადმოტანილი ქართულ სიძველეთა ბაზაზე .
მის ფონდებში დაცულია 50000- მდე ექსპონატი , ეროვნული ( ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული XIX საუკუნის დასასრულის დადიანების მემორიალური ნივთებით დამთავრებული ) და ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები .
არქეოლოგიური ძეგლებიდან აღსანიშნავია ძველი და ახალი ქვის ხანის იარაღები . ბრინჯაოს ცული დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი ზუგდიდის რაიონისა და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე . განსაკუთრებული ყურადღების ღირსია კოლხური ცულის ჩამოსასხმელი ყალიბი , აღმოჩენილი ენგურის მარჯვენა ნაპირზე , სოფ . თაგილონთან . საკმაო რაოდენობითაა მოპოვებული სპილენძის ზოდები მოწმობს ბრინჯაოს იარაღებისა და მათ შორის ცულების ადგილობრივ წარმოებას .
კოლხეთის ძველი მოსახლეობის საქმიანობის შესახებ ნათელ წარმოდგენას იძლევა 1935 _ 36 წლებში ზუგდიდის რაიონის სოფ . ანაკლიის მახლობლად დიხა - გუძუბების გათხრების შედეგად მოპოვებული მატერიალურ - კულტურული ძეგლები .
მუზეუმში დაცულია მდიდარი ნუმიზმატიკური კოლექცია : კოლხური თეთრი , რომაული , ბიზანტიური , XII-XIX საუკუნეთა ქართული , რუსული , უნგრული , პოლონური და სხვა მონეტები . განსაკუთრებით აღსანიშნავია ძვ . წ . I _ ახ . წ . II – ის კოლხური ოქროს მონეტა , იუსტინიანე I- ის (527-565) მონეტა .
მუზეუმში დაცულია ქართული ქანდაკების ნიმუშები , რომლებიც ქართველთა წარმართული კერპის ხარის გამოსახულებას წარმოადგენს ; აგრეთვე XIII _ XVII სს - თა ათობით ეპიგრაფიკული ძეგლი .
აქვეა ქართული საეკლესიო ნაქარგობის ბრწყინვალე ნიმუშები : მწიგნობართუხუცესის საბუხარი , რომელიც XVII ს - ის დამდეგს არის მოქარგული და ქართული ქარგვითი ხელოვნების უძველესი ნიმუშია ; ექსპოზიციას ამშვენებს ლევან II დადიანის ბრძანებით დამზადებული გარდამოხსნა .
უნდა აღინიშნოს ოქრომქანდაკებლობისა და ოქრომჭედლობის უბრწყინვალესი ნიმუშები XI-XIX სს - ისა : გიორგი მეფის სამწერობელი (XI), რომელიც ქრისტიანული ხელოვნების ერთ - ერთი საუკეთესო და უძველესი ნიმუშია ; თამარ მეფის დედის ბურდუხან დედოფლის ხატი (XII), რომლის 52 სანაწილე ბუდეში წმინდანთა ნაწილების ჩაბრძანებული ; კარედი ხატი წმ . გიორგისა ქტიტორის კირილე ჟუანიძის გამოსახულებით (XVI); ხატი წმ . გიორგისა პეპუ მეუნარგიასი (XIX) და სხვა მრავალი .
ზუგდიდის მუზეუმის საგანძურს წარმოადგენს უდიდესი ქრისტიანული სიწმინდე _ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი , რომელიც საქართველოში 1453 წელს , ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ გადმოუტანიათ . იგი ჯერ ბედიის ტაძარში , შემდეგ კი ხობის ეკლესიაში დაუბრძანებიათ . 1533 წლიდან კი ლევან I დადიანს გადმოუსვენებია სამთავრო სასახლეში .
ზუგდიდის მუზეუმში ღვთისმშობლის კვართის გარდა კიდევ მრავალი სიწმინდეა დაცული : წმ . მარინეს მკლავი , წმ . კვირიკეს ხელის მტევანი , წმ . გიორგის ნარძაყის ძვლის ნაწილი , წმ . იოანე ნათლისმცემლის ძვლის ნაწილი . წმინდა ნაწილები მოთავსებულია ვერცხლით მოჭედილ პატარა ზომის ლუსკუმაში , რომელიც შემკობილია ძვირფასი თვლებითა და ღვთისმშობლის ოქროს რელიეფული გამოსახულებით .
კუსკუმის მხედრულ წარწერაში მოხსენიებულია სამეგრელოს მთავარი ლევან II დადიანი (1611-1657) და დედოფალი ნესტან - დარეჯანი .
მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში დაცულია XVI_XIX სს . უნიკალური ხელნაწერი წიგნები , მინიატურები და სიგელ - გუჯრები . განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ლიტერატურული არქივი , სადაც შემონახულია XIX-XX სს . გამოჩენილ ქართველ მოღვაწეთა გრიგოლ ორბელიანის , პლატონ იოსელიანის , იონა მეუნარგიას , ნიკო ნიკოლაძის , თედო ჟორდანიას და სხვათა მიმოწერა .
განსაკუთრებულ საუნჯეს წარმოადგენს სამხედრო არქივი _ რუსეთის საიმპერატორო კარის არქივი და სამხედრო კანცელარია , მასალები რუსეთ - საქართველოს ურთიერთობის შესახებ (XIX ს - ის დასაწყისი ), რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს სოციალურ - ეკონიმიკური და პოლიტიკური ისტორიის შესასწავლად .
მუზეუმის ექსპოზიციაში წარმოდგენილია ბულეს , როკოკოს , ამპირის სტილის ავეჯი , ქართული , ჩინური , იაპონური , ფრანგული , რუსული გამოყენებითი ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუშები ; ბროლის , ქაშანურის ჭურჭელი , მოვერცხლილი სერვიზი , ლარნაკები , ვაზები , ალბომი ოქროს ცურვილიანი ყდით , ქართული ჭედური ხელოვნების საუკეთესო ნიმუშები _ ვერცხლის ქამრები , ხმლები .
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ფრანგული ისტორიულ - კულტურული ძეგლები _ სურათები და წიგნები , რომელიც ორი გზით შემოვიდა მუზეუმში . ერთ ნაწილს წარმოადგენს დადიანების კარზე შეკრებილი კოლექცია , ხოლო მეორეს პრინც აშილ მიურატის (1847-1895) მიერ საფრანგეთიდან ჩამოტანილი ნივთები .
პრინცი აშილ მიურატი ნაპოლეონის ცნობილი მხედართმთავრისა და სიძის ( მისი დის , კაროლინ ბონაპარტის მეუღლის ), ნეაპოლის მეფის , მარშალ იოაჰიმის შვილიშვილი იყო , რომელსაც ცოლად ჰყავდა დავით დადიანის ქალიშვილი სალომე . საფრანგეთში მონარქიის გაუქმების (1879) შემდეგ აშილი საქართველოში ჩამოვიდა და თან ოჯახური რელიქვიების დიდი ნაწილი ჩამოიტანა .
მუზეუმის იშვიათ ექსპონატთა შორის განსაკუთრებულია ნაპოლეონ I- ის (1769-1821) ბრინჯაოს ნიღაბი , რომელიც ჩამოასხმევინა ანატომიის პროფესორმა ფრანჩესკო ანტომარკმა (1780-1838) პარიზში 1833 წელს . ნიღაბს ყელზე აწერია თაბაშირის ნიღბის გამკეთებლის სახელი « დოქტორი ფ . ანტომარკი », მარცხნივ ბრინჯაოს ნიღბის ჩამომსხმელების სახელები « ლ . რიშარი და კენელი » და ჩამოსხმის ადგილი « პარიზი ». წინ ყელთან გაკეთებულ მედალიონს აწერია : « ნაპოლეონი _ იმპერატორი და მეფე », აგრეთვე ²» ფ . ანტომარკი » და ბრინჯაოს ჩამოსხმის წელი «1833».
მუზეუმს გააჩნია მდიდარი სამეცნიერო ბიბლიოთეკა , რომელიც შეიცავს XIX ს .-XX ს - ის დამდეგის უცხოურსა და განსაკუთრებით ფრანგული წიგნების შესანიშნავ კოლექციას , სადაც უხვადაა წარმოდგენილი ნაპოლეონის ეპოქის მემუარული და სხვა სახის ლიტერატურა . აქ ინახება ნაპოლეონ I- ის კორესპონდენციები 32 ტომად , რომელიც ფაქტობრივად ერთადერთი სრულად შემორჩენილი ეგზემპლარია ; ფრანჩესკო ანტომარკის წიგნი « ნაპოლეონის უკანასკნელი წუთები », რომელიც მან 2 ტომად გამოაქვეყნა 1823 წელს და ლ . გალუას « იოაჰიმ მიურატის ისტორია » (1828 წ .); აგრეთვე ფრანგული მხატვრული ლიტერატურის უმდიდრესი კოლექცია , ძვირფასი ენციკლოპედიები , ევროპული კლასიკური ოპერებისა და ოპერეტების კლავირები ; საქართველოს ისტორიის ამსახველი უნიკალური თხზულებები , მათ შორის მარი ბროსეს « ქართლის ცხოვრება » თეიმურაზ ბატონიშვილის ავტოგრაფითა და მინაწერებით . ბიბლიოთეკას ამშვენებს სამეგრელოს პრინცის ანდრია დადიანის საჭადრაკო პარტიების ლამაზი დაბოლოებანი , ანდრიას მეგობრის შიფერსის მიერ ფრანგულ ენაზე გამოცემული კიევში 1903 წელს .
მუზეუმის საგანძურს წარმოადგენს ქართველი , რუსი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრები . მათ შორის განსაკუთრებულია გერმანელი ფერმწერის ფრანც ქსავერ ვინტერჰალტერის მიერ შესრულებული ეკატერინე ჭავჭავაძის პორტრეტი . პორტრეტი პარიზშია შესრულებული 1865 წლის ახლო პერიოდში . სამეგრელოს სამთავროს გაუქმების (1857) შემდეგ ეკატერინე ჯერ რუსეთში , მერე კი ევროპაში ცხოვრობდა . პორტრეტზე გამოსახული წმ . გიორგის ბრინჯაოს მედალი დედოფალს გადაეცა 1853-1855 წლების რუსეთ - თურქეთის ომში გაწეული ღვაწლისათვის _ ერთ ბრძოლაში ის პირადად ხელმძღვანელობდა სამეგრელოს სამთავროს ჯარს . წმ . ეკატერინეს დიდი ჯვარი კი დედოფალს 1856 წელს უწყალობეს იმპერატორ ალექსანდრე II- ის კორონაციის დღეს .
დადიანების საგვარეულო კოლექციაში ინახება უცნობი მხატვრის შესრულებული სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკო დადიანის (1847-1903) პორტრეტი . აქვეა წარმოდგენილი ის იარაღი , რომლითაც ის და მისი ძმა ანდრია დადიანი დაჯილდოვდნენ ბალკანეთის ოპერაციაში გამოჩენილი მამაცობისათვის . ნიკომ ქართველთა შორის წერა - კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად გადასცა დადიანთა უნიკალური ბიბლიოთეკა . მისი ინიციატივით საქართველოში დაარსდა უამრავი საქველმოქმედო ორგანიზაცია , სასწავლებლები , უმწეოთა სახლები , აფთიაქები ...
ანდრია დავითის ძე დადიანი პირველი ქართველი მოჭადრაკე იყო . მისი სახელი კარგად იყო ცნობილი მსოფლიო საჭადრაკო სამყაროში . 1900-1904 წლებში ანდრია მონტე - კარლოს საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის პრეზიდენტი იყო . მისი თაოსნობით დაწესდა რამდენიმე პრიზი « ლამაზი პარტიებისათვის ».
დადიანების სასახლეში დაცულია ფრანგი მხატვრის პიერ ბლანშარის რამდენიმე ათეული ნამუშევარი , რომლებიც რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II- მ საჩუქრად გადასცა ნიკო დადიანს . ბლანშარმა სამეგრელოს დედოფალი და დადიანები ოჯახის სხვა წარმომადგენლები პეტერბურგში , ალექსანდრე II- ის კორონაციის დღეს . კავკასიაში სტუმრობის დროს ბლანშარმა შექმნა ნამუშევრების მთელი სერია : “ დაღესტანი ”, “ კახეთი ”, “ ტფილისი ”, “ თავისუფლება ქართულად ” და ა . შ .
ამ ლამაზი კუთხის ისტორიული წარსულიდან ცნობილია , რომ ზუგდიდი ლევან II დადიანის დროს იქცა სამეგრელოს მთავართა რეზიდენციად . ამაზე ცნობებს გვაწვდიან არქანჯელო ლამბერტი , შარდენი , ქრისტეფორე კასტელი . ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ირკვევა , რომ ზუგდიდი საკმაოდ დასახლებულ ადგილს წარმოადგენდა : « დიდ ველსა ზედა არს ზუგდიდი , სასახლე დადიანთა , დიდშენი და პალატებიანი , ზღუდე - გოდლიანი «...
- სვანეთის ისტორიულ - ეთნოგრაფიული მუზეუმი , სადაც ინახება შუასაუკუნეების უნიკალური მართლმადიდებლური ხატები , ბიბლიის უძველესი გამოცემები შემკობილი ოქროსა და ვერცხლის ყდებში .
აღნიშნული მუზეუმების გარდა რეგიონში ფუნქციონირებს :
- მესტიის მიხეილ ხერგიანის სახელობის სახლ - მუზეუმი ;
- მესტიის რ . მარგიანის სახელობის სახლ - მუზეუმი ;
- აბაშის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახლ - მუზეუმი
- ხობის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
- წალენჯიხის ტერენტი გრანელის სახელობის სახლ - მუზეუმი
- წალენჯიხის ტ . კვარაცხელიას სახელობის სახლ - მუზეუმი
- წალენჯიხის ეგნატე ფიფიას სახელობის სახლ - მუზეუმი
- მარტვილის ეროვნული მუზეუმი
- სენაკის თეოფანე დავითაიას სახელობის სახლ - მუზეუმი
- სენაკის არნოლდ ჩიქობავას სახელობის სახლ - მუზეუმი
- სენაკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
- ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
- ალექსანდრე საჯაიას სახლ - მუზეუმი , მდებარეობს სოფ . ოდიშში . ავარიულ მდგომარეობაშია , საჭიროებს გადაუდებელ სარემონტო სამუშაოების ჩატარებას .
- კონდრატე თათარაშვილის სახლ - მუზეუმი , მდებარეობს სოფ . აბასთუმანში . გარემონტდა 2003 წელს .
- სოფ . კახათში ვანიონ დარასელის სახლ - მუზეუმი .
- ცაიშის იოანე მეუნარგიას სახელობის სახლ - მუზეუმი , მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია , რამდენჯერმე გარემონტდა .
თეატრები :
მთლიანად რეგიონში მოქმედებს სამი სახელმწიფო დრამატული და ორი სახალხო თეატრი
შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრი
დაარსება თარიღდება პირველი სპექტაკლის გამართვიდან . 1968 წლის 11 აპრილს აქ დაიდგა მოლიერის " ძალად ექიმი ". გაზეთი " დროება " ამის შესახებ წერდა –" მიუხედავად იმისა , რომ სცენაზე ქალების გამოსვლა მკრეხელობად ითვლებოდა , ქალებს , და მათ შორის ანტონ ფურცელაძის მეუღლეს წარმატებით უთამაშნიათ მინდობილი როლები ." საყურადღებოა , რომ 1973 წელს სოფელ ბანძაში ( მარტვილის რაიონი ) ზუგდიდელ თეატრალთა თაოსნობით , ალ . იოსელიანის რეჟისორობით დაიდგა შექსპირის პიესა " ვენეციელი ვაჭარი ".
პროფესიული თეატრის ფარდის გახსნის თარიღად მიიჩნევა 1932 წლის 17 აგვისტო , როცა ახალ აშენებულ თეატრის შენობაში გაიხსნა ფარდა და გათამაშდა პირველი სპექტაკლი . ( დირექტორი ა . თირქია ).
სხვადასხვა პერიოდებში ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო თეატრში სხვადასხვა პერიოდში მოღვაწეობდნენ ცნობილი რეჟისორები , მსახიობები და თეატრალური მოღვაწეები : ნ . (1898 წ .), ლადო გვიშიანი , პიერ კობახიძე , ა . ჭედია , ბ . მაღლაკელიძე , მ . გაბუნია , ვ . ჯიქია . ლ . მესხიშვილი , შ . დადიანი , მ . ქორელი , ვ . გუნია , ვ . გარიკი , ა . ყვინჩია , ა . ციციშვილი , ს . ახალაძე , ნ . დეისაძე , ს . ყიფშიძე , თ . ჩსეიძე , ვ . ჩიგოგიძე , ა . გვაძაბია , ა . ეგუტია .
სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი
დაარსდა 1938 წელს . შენობა , რომელიც დღესაც ამშვენებს ქალაქს თავისი განსაკუტრებული არქიტექტურით აშენებულია 1959 წელს .
თეატრის დასი შედგება 20 მსახიობისაგან . მაყურებელთა დარბაზი გათვლილია 450 კაცზე . ბოლო ორი წლის განმავლობაში დაიდგა 5 სპექტაკლი . ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს 2 სპექტაკლზე
ფოთის ვ . გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი
ხობის სახალხო თეატრი
ზუგდიდის რაიონის სოფელ ჩხორიის სახალხო თეატრი
მოქმედებს :
13 კულტურის სახლი ,
121 სოფლის საკლუბო დაწესებულება .
სამუსიკო და სხვა სახელოვნებო სკოლები
14 - სამუსიკო სკოლა , სადაც სწავლობს 1000- ზე მეტი მოსწავლე და ასწავლის 200- ზე მეტი პედაგოგი .
4 სამხატვრო სკოლა – 200 მოსწავლე და 26 პედაგოგი .
1 ხელოვნების სკოლა , 67 მოსწავლე და ასწავლის 12 პედაგოგი .
1 ხელოვნების სასწავლებელი ( ფოთში ) – სწავლობს 86 მოსწავლე , ასწავლის 23 პედაგოგი .
1 საგუნდო - სამუსიკო სკოლა ( ზუგდიდში ) – სწავლობს 45, ასწავლის 12 პედაგოგი .
რეგიონის ყველა ადმინისტრაციულ ცენტრში განთავსებულია მთავარი ბიბლიოთეკები , რომელთაც გააჩნიათ რაიონული მასშტაბის ქსელები . მ . შ . ზუგდიდის აკ . წერეთლის სახელობის მთავარი ბიბლიოთეკა დაარსებულია XIX საუკუნის 80- ან წლებში , ისტორიული წყაროების მიხედვით ბიბლიოთეკის გახსნა უკავშირდება დიდ ქართველ პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს აკ . წერეთელს , რომელიც დასწრებია პირველი სამკითხველოს გახსნას ზუგდიდში და უსახსოვრებია რამოდენიმე წიგნი სამკითხველოსათვის .
მთლიანად რეგიონში ფუნქციონირებს 9 მთავარი ბიბლიოთეკა , 10 საბავშვო ბიბლიოთეკა , 145 სასოფლო და საქალაქო ბიბლიოთეკა - ფილიალით .
ქ . ზუგდიდსა და ქ . ფოთში მდებარეობს სამხატვრო გალერეა , სადაც იმართება სხვადასხვა სახის ხელოვნების ნამუშევრების გამოფენები. |